საქართველოს უნივერსიტეტის ახლო აღმოსავლეთის კვლევის ცენტრი გთავაზობთ მოსამზადებელ კურსებს თურქულ და არაბულ ენებში


საქართველოს უნივერსიტეტის ახლო აღმოსავლეთის კვლევის ცენტრი გთავაზობთ მოსამზადებელ კურსებს თურქულ და არაბულ ენებში (დამწყები და საშუალო დონე);
მსმენელთა რაოდენობა ჯგუფში არა უმეტეს 9-10 სტუდენტი (არაბული ენის შემთხვევაში არა უმეტეს 7 სტუდენტი.)

გთავაზობთ მეცადინეობის მაქსიმალურად მოქნილ გრაფიკს.
კურსის საფასურში შედის მსმენელის სასწავლო მასალებით (სახელმძღვანელოები, აუდიომასალა) უზრუნველყოფა.

კურსის ხანგრძლივობა- 12 კვირა (სამი თვე);

მეცადინეობა კვირაში ორჯერ 2 საათი; 

კურსის ღირებულება:
თურქული ენა-თვეში 55 ლარი;
არაბული ენა-თვეში 100 ლარი.

გაიცემა ცოდნის შესაბამისი დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
კურსზე დარეგისტრირებისთვის შეავსეთ თანდართული აპლიკაციის ფორმა და გადმოაგზავნეთ მისამართზე:
mtsereteli@ug.edu.ge , tsereteli_manana@yahoo.com ან t.meshvelishvili@ug.edu.ge

აპლიკაციების მიღების ვადა 29 დეკემბრიდან 29 იანვრის ჩათვლით.
სწავლა დაიწყება 1 თებერვალს
დამატებითი ინფორმაციისთვის მიაკითხეთ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლას მისამართზე:
კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, VI სართული, ოთახი 621

აპლიკაციის ფორმა