პასუხი მთავარ კითხვაზე
   




საქართველოს უნივერსიტეტი გთავაზობთ IELTS - ის (ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი ტესტი, მოიცავს კითხვის, წერის, მოსმენის და ლაპარაკის უნარებს) მოსამზადებელ კურსს.


პროგრამა გათვლილია მათთვის, ვისაც სურს ჩააბაროს ინგლისური ენის საერთაშორისო სასერთიფიკატო გამოცდა და სწავლა გააგრძელოს უცხოურ უნივერსიტეტებში.
კურსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც დაჩქარებული წესით სურს IELTS გამოცდისთვის მომზადება.
გთავაზობთ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ მეცადინეობებს და მაქსიმალურად მოქნილ გრაფიკს.
კურსის საფასურში შედის სტუდენტის სასწავლო მასალებით უზრუნველყოფა.

კურსის ღირებულება:
ჯგუფური მეცადინეობა( 5-6 მსმენელი) -250 ლარი;
ხანგრძლივობა 12 აკადემიური საათი (ერთი თვე): კვირაში სამჯერ 2 საათი
ინდივიდუალური მეცადინეობა- 300 ლარი;
ხანგრძლივობა 12 აკადემიური საათი (ერთი თვე): კვირაში სამჯერ 2 საათი

კურსზე დარეგისტრირებისთვის შეავსეთ თანდართული აპლიკაციის ფორმა და გადმოაგზავნეთ მისამართზე:
mtsereteli@ug.edu.ge ან tsereteli_manana@yahoo.com
აპლიკაციების მიღების ვადა 25 დეკემბრიდან 25 იანვრის ჩათვლით.
სწავლა დაიწყება 1 თებერვალს
დამატებითი ინფორმაციისთვის მიაკითხეთ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლას მისამართზე:
კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, VI სართული, ოთახი 621 ან დარეკეთ ტელეფონზე: 5 99 62 68 00 / 5 99 62 68 05 - ანა.

აპლიკაციის ფორმა