პასუხი მთავარ კითხვაზე
   




საერთაშორისო სემინარი: „სამედიცინო ტურიზმი, საერთაშორისო ჯანდაცვის სერვისის განვითარება - თურქეთის ჯანდაცვის სისტემის წარმატება“


14 თებერვალს, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო სემინარი - „სამედიცინო ტურიზმი, საერთაშორისო ჯანდაცვის სერვისის განვითარება - თურქეთის ჯანდაცვის სისტემის წარმატება“. სემინარს ჩაატარებს ჯანდაცვის საერთაშორისო ბიზნესის სპეციალისტი და ALPHA MEDICAL TOURISM CORPORATION- ის აღმასრულებელი დირექტორი, ბ-ნ ჰაკან კარაკჩიოღლუ.

დოქტორ ჰაკან კარაკჩიოღლუს აქვს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება მაღალი დონის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე კლინიკებში სამედიცინო ტურიზმის, მარკეტინგისა და ზოგადად ბიზნესის განვითარების მიმართულებით. სემინარზე განხილული იქნება თურქეთის სამედიცინო ტურიზმის წარმატების გზები. სემინარზე გაიმართება დისკუსია საქართველოს სამედიცინო ტურიზმის პროდუქტების განვითარებისა და მარკეტინგის შესახებ. სემინარი ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

დასწრება შეუძლიათ ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებს, ასევე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

თარიღი: 14.02.2016
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519
დრო: 11:00 სთ - 13:00 სთ