პასუხი მთავარ კითხვაზე
   




ტრენინგი თემაზე: „როგორ მოვამზადოთ ეფექტური სამოტივაციო წერილი?“


13 თებერვალს, საქართველოს უნივერსიტეტის დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგების სერიის „5 ნაბიჯი დასაქმებისკენ“ IV ნაბიჯი, თემაზე „როგორ მოვამზადოთ ეფექტური სამოტივაციო წერილი?“

ტრენინგზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

* რატომ არის მნიშვნელოვანი სამოტივაციო წერილის შედგენა;

* თანამედროვე მიდგომები;

* რა დეტალებია გასათვალისწინებელი და რას უნდა მიექცეს ყურადღება სამოტივაციო წერილის შედგენისას;

* რა ძალა აქვს ეფექტურ სამოტივაციო წერილს.

ტრენინგი ჩაატარა საქართველოს უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა, ქ-ნ მარიამ ჯანჯარიამ.