პასუხი მთავარ კითხვაზე
   




„ტექნოლოგიების ტრანსფერის ცენტრის" პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში


15 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება ახალი პროექტის - „ტექნოლოგიების ტრანსფერის ცენტრის" პრეზენტაცია.

ცენტრის მიზანია, როგორც უნივერსიტეტში ასევე ქვეყნის მასშტაბით სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაცია.

შეხვედრას დაესწრებიან წარმომადგენლები სამთავრობო და ბიზნეს სექტორიდან, ასევე მეცნიერები სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტებიდან.

თარიღი: 15.03.2107
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519
დრო: 11:00 სთ

 

ცენტრის შესახებ

ტექნოლოგიების ტრანსფერის ცენტრი (ტტც) გეგმავს აქტიურ თანამშრომლობას ქართულ ბიზნესთან და აპირებს განახორციელოს კვლევები ინოვაციების მიმართულებით. კვლევის შედეგების მიხედვით ცენტრი ქართველი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სპეციალისტების თანამონაწილეობით შექმნის ინოვაციურ პროდუქტს და სერვისს.

ცენტრი აქტიურად შეუწყობს ხელს კომერციალიზაციის პროცესში მეცნიერებისა და ბიზნესის მიმართულების სტუდენტების ურთიერთქმედებას, ახალი Start – up პროექტების გასაჩენად.

ამავდროულად ცენტრი განახორციელებს ქართველი მეცნიერების აღმოჩენის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე კომერციალიზაციას. აღნიშნული პროცესის უზრუნველსაყოფად ცენტრი აქტიურად ითანამშრომლებს ინოვაციების კომერციალიზაციის ხელშეწყობის ისეთ საერთაშორისო სისტემებთან, როგორიც არის Nine Sigma, Yet2.com, Innocentive. აღნიშნული სისტემები ახორციელებენ მსოფლიოს წამყვანი კომპანიებისაგან (P&G, Philips, Uniliver, Simens Electrolux, GlaxoSmithKline) მეცნიერებისათვის დაკვეთების გენერაციას.

ცენტრი ასევე უზრუნველყოფს მეცნიერების და Start-up-ების ხელშეწყობას და კონსულტირებას ინტელექტუალური საკუთარების დაცვის მიმართულებით.

ტექნოლოგიების ტრანსფერის ცენტრს უკვე დაწყებული აქვს ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობა და იმ პრობლემების თუ საჭიროებების იდენტიფიცირება, რომელიც შესაძლებელია გაუმჯობესდეს ქართველი მეცნიერების მონაწილეობით. პროცესი სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სექტორში მიმდინარეობს.