პასუხი მთავარ კითხვაზე
   




საჯარო ლექცია თემაზე „ესთეტიკური მედიცინის საკითხები“


16 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტმა უმასპინძლა საჯარო ლექციას თემაზე „ესთეტიკური მედიცინის საკითხები“. ლექცია წაიკითხა პლასტიკურმა ქირურგმა, პროფესორმა ბ-ნ გია გვარამიამ.

ლექციაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: ესთეტიკური მედიცინის განვითარების ისტორია, ლაზერების გამოყენება ესთეტიკურ მედიცინაში, კანის ლაზერული განახლება, ფოტოგაახალგაზრდავება, თმის მოცილება ლაზერით, ლაქების მოცილება, კაპილარული ქსელის ფოტოკოაგულაცია ლაზერით, ბოტოქსი, ტატუირების მოცილება და ესთეტიკურ მედიცინაში დღეისათვის გამოყენებული სხვა თანამედროვე მეთოდები.

ლექციას ესწრებოდნენ საქართველოს უნივერსიტეტის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და დაინტერესებული პირები.

ლექციის დასასრულს ბატონმა გიამ უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს.