ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია ჰუმანიტარულ მეცნიერებებში


 საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა 2017 წლის 20 მაისს ატარებს ტრადიციულ ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციას ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.
იმუშავებს ისტორიისა და ხელოვნების ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის, ენათმეცნიერების, ქართული და უცხოური ენების, აღმოსავლეთმცოდნეობის, არქიტექტურისა და დიზაინის სექციები.
მონაწილეობის ღირებულება-50 ლარი (რეგისტრაცია, მოხსენების გამოქვეყნება და ლანჩი). 2016 წლის კონფერენციის მონაწილეები მიიღებენ გამოქვეყნებულ მოხსენებათა კრებულს.
კონფერენციას ექნება სტუდენტური სექცია. მონაწილეობა შეუძლიათ მეორე-მეოთხე კურსის სტუდენტებს. ღირებულება სტუდენტებისთვის- 30 ლარი (რეგისტრაცია და მოხსენების გამოქვეყნება). საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის დაწესებულია შეღავათი .

განაცხადები მიიღება 14 აპრილიდან 14 მაისის ჩათვლით.

განაცხადს უნდა ახლდეს:

• მომხსენებლის გვარი, სამუშაო ადგილი, პოზიცია;
• მოხსენების სახელწოდება და მოკლე შინაარსი (დაახლოებით 300 სიტყვა ქართულ და ინგლისურ ან ქართულ და შესაბამის უცხოურ ენებზე, შრიფტი Sylfaen , 11, დაშორება 1/5);
• მოთხოვნა აუდიო-ვიზუალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით(პროექტორი, ლეპტოპი და ა.შ.);
• საკონტაქტო ინფორმაცია(ელექტრონული ფოსტა, ტელეფონი);
• გთხოვთ, საკონტაქტო ინფორმაციაში მიუთითოთ მხოლოდ აქტიური ელექტრონული ფოსტა.

ენების სექციაში მოხსენებები შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ, გერმანულ ან ფრანგულ ენებზე.
ღირებულება - 50/30/20 ლარი ა.წ 17 მაისამდე თანხის ჩარიცხვა უნდა განხორციელდეს შემდეგ ანგარიშის ნომერზე: 22036069 ბაზის ბანკის კოდი: 220101956. (დანიშნულებაში, გთხოვთ, რომ მიუთითოთ კონფერენცია ჰუმანიტარულ მეცნიერებებში). მხოლოდ მონაწილეობის (მოხსენების გამოქვეყნების გარეშე) მსურველებისათვის გადასახადი შეადგენს 20 ლარს.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 934 630, 591992949 ან დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით.

გთხოვთ, განცხადება და მასალა გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: conference@ug.edu.ge
(CC-ში ასევე მიუთითეთ ქვემოთ დასახელებული ელექტრონული მისამართები) t.gudushauri@ug.edu.ge და tsereteli_manana@yahoo.com