მასტერკლასი თემაზე „სამუშაოს ძიების პროცესში ხშირად დაშვებული შეცდომები“


10 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტის დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა UG PROGRESS GROUP-ის მასტერკლასი თემაზე „სამუშაოს ძიების პროცესში ხშირად დაშვებული შეცდომები“.
 
მასტერკლასზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:
·  შეცდომებირომლებიც ხელს უშლის წარმატებულ დასაქმებას;
·  სამუშაოს ძიების პროცესში გასათვალისწინებელი აუცილებელი დეტალები;
·  საკუთარ თავზე მუშაობა.
 
მასტერკლასი ჩაატარა UG PROGRESS GROUP-ის გენერალურმა დირექტორმა ბ-ნ  მიხეილ სამხარაძემ.  თითოეულ მონაწილეს გადაეცა სპეციალური სერტიფიკატი.