გრანდიოზული კონცერტი საქართველოს უნივერსიტეტში


1 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტი სკოლის მოსწავლეებს და სტუდენტებს გრანდიოზულ კონცერტზე ეპატიჟება.

კონცერტი კამპუსის ეზოში გაიმართება, სადაც თქვენს წინაშე წელს მუსიკალური ჯგუფი - „გამოუვალი მდგომარეობა“ წარსდგება.

აღსანიშნავია, რომ კონცერტზე საქართველოს უნივერსიტეტის Facebook გვერდზე, ლაივსტრიმის რეჟიმში უნივერსიტეტი გაათამაშებს უფასო სწავლებას და გამოავლენს 2017 წლის ყველაზე იღბლიანი აბიტურიენტის ვინაობას.

შემოგვიერთდით! ერთად ვიმღეროთ, ვიხალისოთ და კარგი დრო გავატაროთ საქართველოს უნივერსიტეტში.

თარიღი: 01.06.2017
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსის ეზო, მისამართი კოსტავას 77 ა
დრო: 20:00 სთ