თუ სწავლა გინდა
   




საქართველოს უნივერსიტეტი პირველი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში, რომელმაც მოიპოვა Apple iOS University Developer Program-ის წევრობა და ლიცენზია. აღნიშნული პროგრამის მეშვეობით, აქართველოს უნივერსიტეტის UG Lemondo ტრენინგ ცენტრს საშუალება ეძლევა სტუდენტებს ასწავლოს iOS აპლიკაციების დეველოპმენტი iOS SDK-ს და სხვა Apple ტექნოლოგიების გამოყენებით.

Oracle Academy


საქართველოს უნივერსიტეტი - პირველი დაწესებულებაა საქართველოში, რომელმაც დაამყარა კავშირი Oracle Corporation -თან საგანმანათლებლო კუთხით და დაარსა Oracle Academy.

Oracle Academy – ს ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტის IT საბალავრო და სამაგისტრო პროგრამებში მოხდა Oracle –ის ტექნოლოგიების შესწავლის ინტეგრაცია. სტუდენტებს ექნებათ საშუალება სრულიად უფასოდ, სასწავლო პროგრამის ფარგლებში გაიარონ Oracle –ის ტექნოლოგიების კურსები და მიიღონ სერტიფიკატი გამოცდის ჩაბარების შედეგად.

აღნიშნულ კორპორაციასთან დაგეგმილია ხანგრძლივი ურთიერთობა სხვადასხვა კუთხით.

oai.oracle.com


CISCO Academy


რეგისტრაციისთვის მოგვმართეთ: cisco@ug.edu.ge

უნივერსიტეტის შესაბამისი სასწავლო კურსი ინტეგრირებულია ამ პროგრამასთან და მისი დამთავრება სტუდენტებს საშუალებას აძლევს: დამატებითი საზღაურის გარეშე გაიარონ სხვადასხვა მოდულები , წარმატებით გადალახონ CISCO-ს სასერთიფიკატო გამოცდები და მოიპოვონ CCNA-სერთიფიკატი.

ლაბორატორიაში კურსების გავლა მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ზედამხედველობის ქვეშ შეუძლია შესაბამისი განათლების მქონე ყველა დაინტერესებულ პირს.

www.cisco.com


Microsoft IT Academy


საქართველოს უნივერსიტეტი საქართველოს ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც ჩართულია Microsoft IT Academy პროგრამაში.

ეს ჩვენს უნივერსიტეტს საშუალებას აძლევს გამოიყენოს Microsoft-ის ყველა პროდუქტი, მიიღოს მისგან ინფორმაცია ახალი პროგრამებისა და ჯერ კიდევ შემუშავების პროცესში მყოფი სხვა პროდუქტების შესახებ და დანერგოს თავის სასწავლო პროცესში მსოფლიოს წამყვანი კომპანიის მიერ შემუშავებული სწავლების უახლესი მეთოდები.

რაც მთავარია, ჩვენი უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს დამატებითი საზღაურის გარეშე შეუძლია აიღოს Microsofti-ს სხვადასხვა სერთიფიკატი, გამოცდების ონლაინ სისტემით წარმატებით ჩაბარების შემდეგ.

რეგისტრაციისთვის მოგვმართეთ: ms@ug.edu.ge

www.microsoft.com


MikroTik Academy


საქართველოს უნივერსიტეტი - პირველი დაწესებულებაა საქართველოში, რომელმაც დაამყარა კავშირი MikroTik Corporation -თან საგანმანათლებლო კუთხით და დაარსა MikroTik Academy.

აღნიშნულ კორპორაციასთან დაგეგმილია ხანგრძლივი ურთიერთობა სხვადასხვა კუთხით.

www.mikrotik.com


Zend Technologies




მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ფირმაა ვებ-ტექნოლოგიებში. აღნიშნულ ფირმას ევროპისა და აშშ-ს მასშტაბით ბევრ ქალაქში ჰყავს წარმომადგენლობა. სამხრეთ კავკასიის რეგიონში კი პირველად საქართველოს უნივერსიტეტმა დაამყარა ურთიერთობა ამ კომპანიასთან.


ფიზიკის ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიული დანადგარებით (Pasco, National Instruments). მათ გარდა შექმნილია უნიკალური ლაბორატორიული დანადგარები, რომლებიც იმართება LabView-ს მეშვეობით. ინჟინერიის ლაბორატორიაში სტუდენტებს საშუალება აქვთ შეისწავლონ ინჟინერიის საფუძვლები და ზოგადად ფიზიკის კანონები, უშუალოდ ცდებზე დაკვირვებით. ლაბორატორია მოიცავს მექანიკის, ელექტროობისა და მაგნეტიზმის, ოპტიკისა და რადიოტექნიკის ამოცანებს. ლაბორატორიაში სტუდენტებს შეუძლიათ თავად შეიმუშაონ და შექმნან საკუთარი იდეების მიხედვით დანადგარები და LabView-ს მეშვეობით მოახდინონ ამ დანადგარების პროგრამული მართვა

რობოტიკისა და ელექტრონიკის ლაბორატორია UG Limes არის უნიკალური სასწავლო პროგრამა, რომლითაც ახალგაზრდები ეუფლებიან რობოტექნიკის, ელექტრონიკისა და პროგრამირების ათვისებისათვის საჭირო პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას. საქართველოს უნივერსიტეტის ელექტრონიკის ლაბორატორია უნიკალურია თავისი მუშაობის პრინციპით მთელ საქართველოში. ამ ლაბორატორიაში სტუდენტებს აქვთ საშუალება იმუშაონ სხვადასხვა სახის კომერციულ პროექტზე.  პრაქტიკული მეცადინეობები ინტეგრირებულია სასწავლო პროცესში და სტუდენტები საინჟინრო საგნებს ეუფლებიან  ლაბორატორიულ გარემოში, სადაც თითოეული მათგანი უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ელექტრული კომპონენტით თუ გამზომი ხელსაწყოთი. რობოტიკისა და ელექტრონიკის ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, როგორიცაა: 3D პრინტერი, CNC დაზგა, ოსცილოგრაფები, ტალღური გენერატორები დასხვ.

უნივერსიტეტი აღჭურვილია CISCO- ლაბორატორიით და მინიჭებული აქვს  CCNA და CCNP სერთიფიკატების გაცემის უფლება. უნივერსიტეტის შესაბამისი სასწავლო კურსი ინტეგრირებულია ამ პროგრამასთან და მისი დამთავრება სტუდენტებს ხელს უწყობს სხვადასხვა მოდულების წარმატებით დაძლევაში, CISCO-ს სასერთიფიკატო გამოცდის წარმატებით გადალახვაში და CCNA-სერთიფიკატის მოპოვებაში.

სასწავლო ცენტრი UG Lemondo Trainings  წარმოადგენს საქართველოს უნივერსიტეტისა და ბაზარზე წამყვანი კომპანიის, Lemondo-ს ერთობლივ, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ტრენინგ ცენტრს, რომელიც დეველოპერებს სთავაზობს სრულყოფილ, თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს მობილური აპლიკაციების დეველოპმენტის მიმართულებით.