პასუხი მთავარ კითხვაზე
   




საბაკალავრო


აბიტურიენტები, რომლებიც 2017 წლის  ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით გავლის შემდეგ მოიპოვებენ საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის უფლებას, რეგისტრაციას გაივლიან 29 აგვისტოდან 8  სექტემბრის ჩათვლით.

რეგისტრაცია შესაძლებელია ყოველდღე, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, საქართველოს უნივერსიტეტის IV კორპუსში, #201 ოთახში, მისამართი კოსტავას  77, შაბათ - კვირის გარდა.

ადმინისტრაციული რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ წარმოადგინოთ:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • საგამოცდო საიდენტიფიკაციო ბარათი;
  • სკოლის ატესტატი (დედანი და ასლი);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი ასლი; (ვაჟების შემთხვევაში)
  • ფოტოსურათი (3X4) 2 ცალი;
  • სწავლების საფასურის იმ ოდენობის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც აღემატება მოპოვებულ სახელმწიფო სასწავლო გრანტს.

წლიური სწავლის საფასურის გადახდა შეიძლება განხორციელდეს ერთიანად ან ორ ნაწილად შემდეგი წესით: 50% - ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადებში (9 სექტემბრამდე); 50% - 2017 წლის 10 დეკემბრამდე.

მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის შემთხვევაში:

  • 50%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის შემთხვევაში სტუდენტი იხდის დარჩენილ 50%-ს ერთიანად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადებში;
  • 70%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის შემთხვევაში სტუდენტი იხდის დარჩენილ 30%-ს ერთიანად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადებში.

სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ ბანკებში: "თიბისი", "ქართუ" და "ბაზისბანკში". (რეკვიზიტი საჭირო არ არის, უნდა წარადგინოთ მხოლოდ პირადობის მოწმობა).   სწავლა ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის დაიწყება 11 სექტემბერს.

სავალდებულოა, როდესაც მობრძანდებით, თან იქონიოთ, CD - ზე ჩაწერილი ზემოთაღნიშნული სარეგისტრაციო დოკუმენტები.

ბიჭებმა გთხოვთ დამატებით წარადგინოთ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მიმართეთ ადგილობრივ სამხედრო კომისარიატს).

უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ  ბრძანებაში

დამატებითი ინფორმაციის მოგვმართეთ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 19:00 საათამდე: 
მისამართი: ქ. თბილისი, მ. კოსტავას გამზ. 77 ა, IV კორპუსი 
ტელეფონი: 255 22 22      *5522 
www.ug.edu.ge      Online Chat 
ელ-ფოსტა: t.lagvilava @ug.edu.ge