პასუხი მთავარ კითხვაზე
   




სტუდენტური ცხოვრება


მიგვაჩნია, რომ მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება, ძლიერი აკადემიური სწავლების პარალელურად, ის აუცილებელი ფაქტორია, რომელიც სრულყოფილს ხდის საუნივერსიტეტო გამოცდილებას სტუდენტისათვის.  ამიტომ, საქართველოს უნივერსიტეტი მოტივირებულია, რომ სტუდენტური ცხოვრება იყოს საინტერესო, სასარგებლო, სახალისო და აქტიური. მოკლედ, რომ ვთქვათ, საქრთველოს უნივერსიტეტში დაუვიწყარი სტუდენტობა აქვთ მათ, ვისაც უნდა სწავლაც, სპორტიც, გართობაც, ექსტრემიც, კრეატივიც და რა თქმა უნდა - თავგადასავალი.

საქართველოს უნივერსიტეტში არსებობს სტუდენტური ცხოვრების ინოვაციური სტრუქტურა.  ნებისმიერ სტუდენტს აქვს შესაძლებლობა შექმნას სტუდენტური კლუბი და საკუთარი ინტერესების შესაბამისად - მიიღოს მხარდაჭერა უნივერსიტეტისაგან სტუდენტური ცხოვრების ორგანიზებაში წვლილის შესატანად.