პასუხი მთავარ კითხვაზე
   




კარიერული სერვისები


საქართველოს უნივერსიტეტში სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერული წინსვლაზე სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის სამსახური ზრუნავს.

გვჯერა, რომ საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა წარმატება და მათი მაღალი დონის პროფესიონალიზმი განპირობებულია არა მხოლოდ უნივერსიტეტის უმაღლესი აკადემიური სტანდართებით, არამედ სტუდენტთა კარიერული წინსვლისათვის მიმართული ძალისხმევითაც. 

დასაქმების ხელშეწყობის სამსახური სათუთად ეკიდება თითოეული სტუდენტის კარიერული წინსვლის პერსპექტივას იმისათვის, რომ ჩვენმა სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა მიაღწიონ წარმატებას და დასაქმების ადგილიდან ასახელონ საკუთარი უნივერსიტეტი.  კარიერული სერვისების თვალსაზრისით სტუდენტებისა და კურსდამთვრებულებისათვის ხელმისაწვდომია სისტემატიური ტრენინგები, დასაქმების ფორუმები, ინდივიდუალური კონსულტაციები, ექსკლუზიური სიახლეები მიმდინარე ვაკანსიების შესახებ და სხვა. 

საქართველოს უნვიერსიტეტის დასაქმების ხელშეწყობის სამსახური სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს სრულყოფილად ამზადებს იმისათვის, რომ მათ თავდაჯერებულად იგრძნონ თავი კონკურენტულ გარემოში.  სწორედ ამიტომ, საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთვრებულები შრომით ბაზარზე მოწინავე რიგებს იკავებენ. 

უნივერსიტეტი დასაქმებულ კურსდამთავრებულთა შესანიშნავი სტატისტიკით გამოირჩევა.  ბოლო მონაცემებმა ცხადყო, რომ საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთვრებულთა 90% დასაქმებულია.  

დასაქმების ხელშეწყობის სამსახური ყოველთვის მზადაა ხელი შეუწყოს ჩვენი სტდუენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერულ წინსვლას.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 114

ტელ: (032) 2 55 22 22 (*388)

ელ.ფოსტა: career@ug.edu.ge

 

ანა ართმელაძე

დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის უფროსის ასისტენტი

ტელ: (032) 2 55 22 22 (*388)

მობ: (+995) 558 05 31 31

ელ-ფოსტა: a.artmeladze@ug.edu.ge