პასუხი მთავარ კითხვაზე
   




სტუდენტური კლუბები, სერვისები და იოვაციები


საქართველოს უნვიერსიტეტში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გაერთიანდნენ კონკრეტული ინტერესის სფეროს ირგვლივ და ჩამოაყალიბონ შესაბამისი პროფილის სტუდენტური კლუბი.  ამით, გარდა აკადემიური განხრისა, სტუდენტს საშუალება აქვს საკუთარი ცოდნა და პროფესიული უნარები გამოიყენოს პრაქტიკულ დონეზე და/ან საკუთარი სტუდენტური ცხოვრება გახადოს მრავალფეროვანი და თავი დაიმკვიდროს საკუთარი იდეის პოპულარიზაციის კუთხით.

უნივერსიტეტში მოქმედი სტუდენტური კლუბებისა და სერვისების ცენტრი ხელს უწყობს აღნიშნული კლუბების მიერ დაგეგმილი ღონისძიებებისა და პროექტების განხორციელებას, როგორც მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით, ასევე აქტიური მენტორინგით. 

საქართველოს უნივერსიტეტში კონკურენცია არის იდეებს შორის და არა პიროვნებებს შორის, ხოლო სტუდენტური სივრცე, რომელიც მოიცავს ღონისძიებების ოთახს, საერთო სამუშაო სივრცეს და შეხვედრების ოთახს, ხელს უწყობს სტუდენტებისა და სტუდენტური კლუბების ერთიანობას და მეგობრული გარემოს შექმნას. 

სტუდენტური კლუბების, სერვისებისა და ინოვაციების სამსახურში შემავალი სტუდენტთა ინოვაციების ცენტრის მეშვეობით სტუდენტებს შეუძლიათ ინოვაციური იდეების რეალიზაცია და სტარტაპების წამოწყება. სტუდენტური ინოვაციების მენეჯერი კურირებს შესაბამისი პროფილით, უნივერსიტეტში მოქმედ ორგანიზაციებს - IHUB, UG Limes, UG Lemondo - სტუდენტებისათვის საინტერესო და ხელმისაწვდომი ღონისძიებების გატარების უზრუნველსაყოფად.