თუ სწავლა გინდა
   




ჩვენ შესახებ


რატომ საქართველოს უნივერსიტეტი?

საქართველოს უნივერსიტეტი გამორჩეულია უმაღლესი ხარისხის, მომთხოვნი საგანმანათლებლო პროცესით და ისეთი ტიპის თანამედროვე ინფრასტრუქტურით, სადაც ადამიანი ხარისხიან განათლებასთან ერთად პრაქტიკულ უნარებსაც ეუფლება. 

სწორედ ამიტომ საქართველოს უნივერსიტეტი ცნობილია, როგორც ერთერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი, რომლის კურსდამთავრებული  დასაქმების რეალური პერსპექტივით არის უზრულველყოფილი.  საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ლაღად და მყარად გრძონებენ თავს  კონკურენტულ გარემოში.

უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი წარმოადგენს მაღალკვალიფიციური, კრეატიული და ენთუზიაზმით აღსავსე პროფესიონალებისგან შემდგარ გუნდს, რომელიც მზად არის აღზარდოს აუცილებელი ცოდნით, უნარებით და ღირებულებებით აღჭურვილი ადამიანი. 

მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტში არსებულ მულტიკულტურულ გარემოში ყალიბდება ჰუმანური ღირებულებების მქონე მოაზროვნე, განათლებული პიროვნება, რომელიც თავისუფლად უმკლავდება დღევანდელ სამყაროში არსებულ გამოწვევებს.

საქართველოს უნივერსიტეტი ერთერთი წამყვანი უნივერსიტეტია, რომლის მიზანი თითოეული სტუდენტის პიროვნული განვითრება და მისი, როგორც მაღალი დონის პროფესიონალის ჩამოყალიბებაა. სწორედ ამიტომ ჩვენი კურსდამთავრებული მოთხოვნადია თანამედროვე შრომით ბაზარზე, რასაც მათი დასაქმების უმაღლესი სტატისტიკური მაჩვენებელი ადასტურებს: კურსდამთავრებულთა 90% დასაქმებულია.