პასუხი მთავარ კითხვაზე
   




სამაგისტრო


მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელმაც მოიპოვა საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის უფლება, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გასავლელად, 20 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინოსსწავლების საფასურის იმ ოდენობის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც აღემატება მოპოვებულ სახელმწიფო სასწავლო გრანტს და გამოცხადდეს 505- ოთახში 14:00 საათიდან 21:30 საათამდე ხელშეკრულების გასაფორმებლად.მათ ვინც საფასურს გადაიხდის 24 სექტემბერს, ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა გამოცხადნენ 26 სექტემბერს 505- ოთახში 14:00 საათიდან 21:30 საათამდე.

მაგისტრანტთა სია, ვინც წარმატებით გაიარა გასაუბრება: (სამართლის სკოლა)

მაგისტრანტთა სია, ვინც წარმატებით გაიარა გასაუბრება: (ინფორმატიკა)

მაგისტრანტთა სია, ვინც წარმატებით გაიარა გასაუბრება: (ბიზესის ადმინისტრირება)

მაგისტრანტთა სია, ვინც წარმატებით გაიარა გასაუბრება: (ინგლისური ფილოლოგია)

მაგისტრანტთა სია, ვინც წარმატებით გაიარა გასაუბრება: (საქართველოს ისტორია)

მაგისტრანტთა სია, ვინც წარმატებით გაიარა გასაუბრება: (საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანდაცვის პოლიტიკა)

მაგისტრანტთა სია, ვინც წარმატებით გაიარა გასაუბრება: (ჯანდაცვის პოლიტიკა)

მაგისტრანტთა სია, ვინც წარმატებით გაიარა გასაუბრება: (გამოყენებითი ფსიქოლოგია)

მაგისტრანტთა სია, ვინც წარმატებით გაიარა გასაუბრება: (რეკლამა და საზოგადოებასთან ურთიერთობა)

მაგისტრანტთა სია, ვინც წარმატებით გაიარა გასაუბრება: (საერთაშორისო ურთიერთობები)

მაგისტრანტთა სია, ვინც წარმატებით გაიარა გასაუბრება: (გამოყენებითი მეცნიერებები)

მაგისტრანტთა სია, ვინც წარმატებით გაიარა გასაუბრება: (საჯარო მმართველობა)

ინფორმაცია მაგისტრანტობის მსურველთა გასაუბრების თაობაზე: 

(სიაში არიან კანდიდატები, რომელთაც წარმატებით ჩააბარეს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში)

იხილეთ სია
იხილეთ სია 2

  1. საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე, საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის უფლების მოპოვების მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია:
  1. უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა განისაზღვროს 26 აგვისტოდან 19 სექტემბრის ჩათვლით. რეგისტრაცია ჩატარდეს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 18:00 საათიდან 21:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. 77, IV სასწავლო კორპუსი, V სართული, ოთახი #-505.
  2. მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე გასვლის მიზნით უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე შეავსოს ელექტრონული განაცხადი (შევსება ხდება ადგილზე )და რეგისტრაციისას წარმოადგინოს:
  • გამოცდის საფასურის ქვითარი (20 ლარი);
  • "მაგისტრატურის შიდა გამოცდის საფასურის გადასახდელად შეგიძლიათ მიბრძანდეთ ბაზისბანკში და თანხა შეიტანოთ შემდეგი ანგარიშის ნომრის მითითებით: GE27BS0000000008736079 გთხოვთ გადახდისას აუცილებლად მიუთითოთ თქვენი სახელი, გვარი და პირადი ნომერი."
  • საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; (ელ. ვერსია დისკზე ჩაწერილი)
  • ბაკალავრის დიპლომი (დედანი),ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 
    • (ელ. ვერსია დისკზე ჩაწერილი)
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 
    • (ელ. ვერსია დისკზე ჩაწერილი)
  • ფოტოსურათი (3X4).      
    • (ელ. ვერსია დისკზე ჩაწერილი)
  • CV ფოტოსურათით (მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირების კანდიდატთათვის)

 

  1. უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდა ჩატარდეს 16 სექტემბერს, 14:00 საათზე, მისამართზე: ქ.თბილისი, კოსტავას ქ. 77ა, IV სასწავლო კორპუსში, ოთახი #-407.
  2. უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გასაუბრება ჩატარდეს 15, 16 და 17 სექტემბერს, მისამართზე: ქ.თბილისი, კოსტავას ქ. 77ა,  IV სასწავლო კორპუსში.
  • სოციალურ მეცნიერებათა სკოლა: ოთახი #701 (IV კორპუსი);
  • სამართლის სკოლა: ოთახი #420 (IV კორპუსი);
  • ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლა: ოთახი #334 (IV კორპუსი);
  • ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა: ოთახი #413 (I კორპუსი);
  • მათემატიკის, ინფორმატიკის და ინჟინერიის სკოლა: ოთახი #207 (IV კორპუსი);
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა: ოთახი #606 (IV კორპუსი);
  1. საერთაშორისო ბიზნეს სამართლის პროგრამაზე სავალდებულოა ზეპირი გამოცდის ჩაბარება ინგლისურად სპეციალობაში. აუცილებელია ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონე, რაც განისაზღვრება:

 ან ა) საუნივერსიტეტო გამოცდით, მინიმუმ 70%-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში;

ან ბ) საერთაშორისოდ აღიარებული ენის გამოცდების (IELTS, TOEFL ან Cambridge English Exam-ის წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენით (ინგლისური ენის B2 დონის შესაბამისი ქულაა IELTS - 5.5-6.5; TOEFL 87-109 IBT, Cambridge English Exam -160-179);

ან გ) ბაკალავრატში ინგლისურ ენაზე სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

  1. საქართველოს უნივერსიტეტი, ინგლისურენოვან პროგრამაზე- საერთაშორისო ბიზნეს სამართალზე საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხულ და ასევე შიდა და გარე მობილობით გადმომსვლელ საქართველოს მოქალაქე სტუდენტებს გაუწევს 1500$ ექვივალენტი ლარის შეღავათს, ამასთან ამავე პროგრამაზე სპეციალობის გასაუბრების საფუძველზე გამოვლენილ 3 საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტს უნივერსიტეტი დაუფინანსებს 750$ ექვივალენტ ლარს, ხოლო მომდევნო 7 სტუდენტს 500$ ექვივალენტ ლარის სწავლის საფასურს.

 

  1. უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ გამოცდის შედეგებით უკმაყოფილების შემთხვევაში მაგისტრანტობის კანდიდატი უფლებამოსილია წარმოადგინოს საპრეტენზიო განაცხადი გამოცდის შედეგების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 3 კალენდარული დღისა.
  2. მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელმაც მოიპოვა საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის უფლება, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გასავლელად, 20 სექტემბრიდან 24 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინოს:
  • სწავლების საფასურის იმ ოდენობის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც აღემატება მოპოვებულ სახელმწიფო სასწავლო გრანტს.
  1. აკადემიური რეგისტრაციის ვადად განისაზღვროს 20 – 24 სექტემბერი.
  2. ამ ბრძანების მე-3 პუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნეს ელექტრონულ მატარებელზეც.