თუ სწავლა გინდა
   




სკოლის შესახებ


ანი ხურციძე
სკოლის დირექტორი
IVკორპუსი, ოთახი: 417
ტელ.: 2 55 22 22
ელ.ფოსტა: a.khurtsidze@ug.edu.ge

საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა 2005 წელს დაარსდა და დღეისათვის ყველაზე დიდი კერძო სამართლის სკოლაა საქართველოში (მთლიანობაში, სიდიდით მეორე ადგილზეა), სადაც დაახლოებით 1500 სტუდენტი სწავლობს და ახორციელებს სამართალმცოდნეობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს. სამართლის სკოლის  ლექტორები, საქართველოში წამყვანი პრაქტიკოსი იურისტები და სამართლის ექპერტები გახლავთ. სკოლა გამორჩეულია ინოვაციური მიდგომებით, თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი პროგრამით და ლექტორების მაღალი პროფესიონალიზმით. სასწავლო პროცესი მთლიანად მიმართულია პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ამ გზით - კონკურენტუნარიანი სპეციალისტების ჩამოყალიბებაზე. ხშირად ტარდება კონფერენციები, სემინარები და საჯარო ლექციები. აკადემიური პროგრამა და სასწავლო რესურსები შეესაბამება მსოფლიოს წამყვანი სამართლის სკოლების პროგრამებსა და ინფრასტრუქტურას. სამართლის სკოლის კურსდამთავრებულები გამოირჩევიან მაღალკვალიფიციურობით და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით, რაც მათ საშუალებას აძლევს პროფესიით დასაქმდნენ წამყვან კერძო კომპანიებსა და სახელმწიფო დაწესებულებებში.

2016 წლის სექტემბრიდან, სამართლის სკოლა იწყებს ახალ, ინგლისურენოვან, საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამას, რომლის მსგავსიც საქართველოში ჯერ არ არსებობს და რომელიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტებისათვის.

სამართლის სკოლა აქტიურად არის ჩაბმული, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო შეჯებრებებში. ბოლო წლების განმავლობაში, მონაწილეობას იღებს: ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის იმიტირებული პროცესის შეჯიბრში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამართალზე (EMC2); ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებული პროცესის შეჯიბრში (CEEMC); საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული მედიაციის შეჯიბრში.

საქართველოს უნივერსიტეტში მოქმედებს უფასო იურიდიული დახმარების ცენტრი, რომელიც მოქალაქეებს  უწევს იურიდიულ კონსულტაციას, უზრუნველჰყოფს სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში საქმის განხილვაში  წარმომადგენლობას და ადვოკატირებას. ცენტრში ჩართულნი არიან ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები, რომლებიც ტრენერ-ადვოკატის ხელმძღვანელობით, უშუალოდ იღებენ მონაწილეობას სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებასა და კლიენტების წარმომადგენლობაში. საქართველოს უნივერსიტეტის უფასო იურიდიული დახმარების ცენტრი, კლიენტებს წარმოადგენს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებში. იურიდული მომსახურება სრულიად უფასოა კლიენტებისთვის.

სამართლის სკოლაში მდებარეობს ასევე TOLES  სამართლებრივი ინგლისურის ცენტრი საქართველოში. TOLES დაფუძნებულია ბრიტანეთში და არის სამართლებრივი ინგლისურის საერთაშორისო გამოცდა, პრაქტიკოსი იურისტების სამართლებრივი ინგლისურის ცოდნის დონის შესაფასაბლად. კავკასიის რეგიონში TOLES-ის ერთადერთი საგამოცდო ცენტრი საქართველოს უნივერსიტეტშია. სამართლებრივი ინგლისური სამართლის სკოლის სასწავლო გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია; ბაკალავრიატის ყველა სტუდენტისთვის სავალდებულოა, ოთხი სემესტრი - ინგლისური ენის, ხოლო ერთი სემესტრი - სამართლებრივი ინგლისურის გავლა. იხილეთ მეტი: www.toles.ge

სამართლის სკოლაში ასევე მოქმედებს  ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტი, რომელიც ხელს უწყობს სისხლის სამართლის დოგმატიკისა და პრაქტიკის განვითარებას. ინსტიტუტის მიზანია აწარმოოს,  ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის სიღრმისეული კვლევები, რაც ეროვნული კანონმდებლობის განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას შეუწყობს ხელს.