პასუხი მთავარ კითხვაზე
   




სიახლეები


   საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მხარდაჭერითა და ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით მიმდინარე წლის 4-5 ნოემბერს საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა პირველი საერთაშორისო კონფერენცია ეკონომიკური სისხლის სამართლის ევროპეიზაციის საკითხებზე.
მასში მონაწილეობა მიიღეს და მოხსენებები გააკეთეს პროფესორებმა გერმანიის წამყვანი უნივერსიტეტებიდან:

პროფ. ჰელმუტ ზაცგერი (მიუნხენი)
პროფ. პეტრა ვიტიგი (მიუნხენი)
პროფ. მარტინ ვასმერი (კიოლნი)
პროფ. იორგ აიზელე (ტიუბინგენი)
პროფ. ბერნდ ჰაინრიხი (ტიუბინგენი)
დოქტ. ანეკე პეცშე (ბერლინი)

ქართული მხრიდან მომხსენებლები იყვნენ როგორც პრაქტიკოსი იურისტები, ასევე პროფესორები. ინსტიტუტის პროექტს კიოლნის უნივერსიტეტის სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის ინსტიტუტთან თანამშრომლობით ხელმძღვანელობდა პროფ. ვასმერი.

ორდღიანი კონფერენცია ძალიან საინტერესო და ინტენსიური დისკუსიის ფონზე მიმდინარეობდა.


   სამართლის სკოლის დოქტორანტმა რატი ახალაიამ მოიპოვა ბერლინის პარლამენტის სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდია ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში თემაზე “ევროკავშირის სამართლის თავსებადობა ქართულ სისხლის სამართალთან და მისი გადამოწმების კომპეტენცია“.

   აღნიშნული სტიპენდიის ფარგლებში მას მიეცემა შესაძლებლობა გერმანიის ერთ-ერთ წამყვან უმაღლეს საგანმანათლებო დაწესებულებაში შემდეგი ერთი წლის განმავლობაში დაამუშავოს მისი სადოქტორო ნაშრომი, რომელსაც ხელმძღვანელობას გაუწევს საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ბაჩანა ჯიშკარიანი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორი მარტინ ჰეგერი.

   სამართლის სკოლა წარმატებას უსურვებს მას!


   2016 წლის 24 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის (ADREE) ხელშეწყობით სამართლის სკოლამ უმასპინძლა საჯარო ლექციას საქართველოში შრომითი მედიაციის დანერგვის და პრაქტიკული განხორციელების შესახებ. ლექციას უძღვებოდნენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) უფროსი კონსულტანტები, ექსპერტები შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხებში როჯერ ლეკური და კლოდ რიუ, რომელებიც ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს შრომის კოდექსში მედიაციის, როგორც დავის გადაჭრის ალტერნატიული გზის დანერგვის პროცესში.

   მოხსენება შეეხო საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ მედიაციის მოდელს, მედიაციის პროცესის ეფექტურად გამოყენებას, მისით სარგებლობის შესაძლებლობებს და მხარეთა მომზადების სპეციფიკას.


   საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების და ინოვაციებისკვირეულის ფარგლებში 20 სექტემბერს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ ჩაატარა სამეცნიერო კონფერენცია "სამართალი თანამედროვე გამოწვევების წინაშე - თეორია და პრაქტიკა". მოხსენებები მოიცავდა როგორც კერძო, ასევე საჯარო და სისხლის სამართლის დარგებს და წარმოდგენილი იქნა სამართლის სკოლის პროფესორების მიერ.


   ფოლკსვაგენის ფონდის მიერ გამოცხადებული სადოქტორო სტიპენდიების ფარგლებში, რომელიც ეხება სისხლის სამართლის პროცესის ინტერნაციონალიზაციას დაფინანსება მოიპოვა სამმა დოქტორანტმა. მათგან ორი: ანი ნასრაშვილმა და გიორგი მირიანაშვილმა საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტები არიან.

   საქართველოს უნივერსიტეტი ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის სახით ამ პროექტის აქტიური პარტნიორია. პროფესორები, გიორგი თუმანიშვილი და ბაჩანა ჯიშკარიანი გერმანელ კოლეგებთან ერთად კოორდინაციას უწევენ აღნიშნულ საგრანტო პროექტს.


   სტიპენდია დოქტორანტებისთვის!

   ფოლკსვაგენის ფონდის მიერ გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში UG-ს სამართლის სკოლა და ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი აცხადებენ კონკურსს სადოქტორო სტიპენდიების მოსაპოვებლად სტიპენდია განკუთვნილია დოქტორანტურის საწყის საფეხურზე მყოფი დოქტორანტებისთვის, რომელთა სადოქტორო კვლევა ეხება ქართული სისხლის სამართლის პროცესის ინტერნაციონალიზაციის პრობლემებს (ევროპის საბჭოს, ევროპის კავშირის ან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კონტექსტში). სტიპენდია შესაძლოა გაიცეს ასევე იმ პირებზეც, რომლებიც 2016 წლის 15 ოქტომბრამდე დაადასტურებენ დოქტორანტურაში ჩარიცხვას. სტიპენდიის ოდენობა შეადგენს 450 ევროს თვეში. სტიპენდიის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 36 თვე.

   წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- CV ფოტოსურათით;
- სადოქტორო კვლევის აღწერა სამუშაო გეგმის მითითებით;
- რეკომენდაცია დარგის 2 პროფესორისგან;
- ბაკალავრის და მაგისტრის დიპლომები შეფასებების დანართით;
- ცნობა საქართველოს უნივერსიტეტიდან დოქტორანტურაში სწავლის შესახებ (არ ეხება იმ კანდიდატებს, ვინც გეგმავს სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვას შემოდგომის სემესტრში);
- ინგლისური ან გერმანული ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი, B2 დონე;
- სამოტივაციო წერილი;
- პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი.

   განაცხადები მიიღება 2016 წლის 1 ივლისიდან 31 აგვისტომდე ელექტრონული ფორმით შემდეგ ელ. ფოსტაზე: vwphdproject@gmail.com. დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ და ინგლისურ (ან გერმანულ) ენებზე.

   დოქტორანტების შერჩევა მოხდება 2 ეტაპად: პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საუკეთესო განაცხადების გამოვლენა. შემდეგ ეტაპზე საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატებთან 2016 წლის სექტემბერში შედგება გასაუბრება ქართულ-გერმანულ კომისიასთან.

  დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: vwphdproject@gmail.com


   საქართველოს უნივერსიტეტის სამარლის სკოლის სტუნდეტმა და საადვოკატო ფირმა „სამართლის სახლის“ ადვოკატმა, ელისო მემანიშვილმა მორიგი მნიშვნელოვანი დავა მოიგო. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ლ.ჯ-ს სარჩელი სს ,,თურქეთის ავიახაზების" მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით.

   თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა დაკარგული ბარგის ღირებულების -2 375 ევროს ანაზღაურების მოთხოვნით.


   26-30 აგვისტოს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და ქართული, გერმანული და საერთაშორისი სისხლის სამართლის ინსტიტუტის ინიციატივით ბათუმში ჩატარდა ზაფხულის სკოლა თემაზე „არასრულწლოვანთა მართლსაჯულება“. აღნიშნულ ღონიძიებაში მონაწილეობა მიიღო 30 სტუდენტმა, რომელთა რიგებშიც იყვნენ სხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც.

   სტუდენტებს ლექციებს უტარებდნენ როგორც აღნიშნული დარგის სპეციალისტები, ასევე პრაქტიკოსი იურისტები. აღნიშნიული ღონისძიების ფარგლებში მოწვეული გერმანელი იურისტი მარიო შიუტცე, რომელმაც გააცნო თავისებურებები გერმანიაში არსებულ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით.


   საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და იურიდიული კომპანია „სამართლის სახლის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ამა წლის 19-24 ივნისს, ქ. ბათუმში ჩატარდა საზაფხულო სკოლა სამოქალაქო საპროცესო სამართალში. საზაფხულო სკოლას უძღვებოდნენ საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ლალი ლაზარაშვილი, სამართლის სახლის დირექტორის მოადგილე და ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე ია მარიამიძე, საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრანტი და სამართლის სახლის ახალგაზრდა ადვოკატი სოფიკო მენაბდიშვილი.

   საზაფხულო სკოლა ეძღვნებოდა სამოქალაქო საპროცესო სამართლის პრაქტიკულ საკითხებს, იმას, თუ როგორ მუშაობს სამოქალაქო პროცესი რეალობაში. სამართლის სახლის მდიდარი პრაქტიკის საფუძველზე სტუდენტებს უნიკალური შესაძლებელობა მიეცათ, ემუშავათ ცოცხალ საქმეებზე და გარკვეულიყვნენ თანამედროვე სასამართლო პრაქტიკის მთელ რიგ თავისებურებებში.

   საგულისხმოა, რომ საზაფხულო სკოლის ყოველი დღე იყო უაღრესად საინტერესო და ახალი გამოცდილების მომცემი. მიუხედავად ინტენსიური დატვირთვისა, სტუდენტები ისე ჩაებნენ საზაფხულო სკოლის ფერხულში, რომ დიდი ენთუზიაზმითა და მოტივაციით, საკუთარი სურვილით აგრძელებდნენ ცოცხალ საქმეებზე დამოუკიდებელ მუშაობას კონკრეტული დღის წესრიგის დროის ამოწურვის შემდეგაც კი.


   ქართულ-გერმანული სტუდენტური-სამეცნიერო სემინარის ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტს ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტისა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ეწვივნენ. მათ უმასპინძლა ქართული, გერმანული და საერთაშორისი სისხლის სამართლის ინსტიტუტმა, რომლის ხელმძღვანელიც აღნიშნული გაცვლითი სემინარის სამეცნიერო კოორდინატორია. საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა უკვე მესამე წელია ღებულობს აღნიშნულ პროექტში მონაწილეობს.


    სამართლის სკოლის გუნდი ELSA-ს (ევროპის იურისტ-სტუდენტთა ასოციაციის) მიერ ორგანიზებულ "მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამართლის იმიტირებული პროცესის შეჯიბრში (EMC2)" მონაწილეობის მისაღებად ჩეხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. შეჯიბრი 6-10 აპრილს იმართება და მასში მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სამართლის სტუდენტები იღებენ მონაწილეობას. წარმატებას ვუსურვებთ გუნდს!


    23 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა პუბლიკაციის - Privacy by Design კონცეფცია სამართალში (თარგმანი) - პრეზენტაცია. კონცეფციის ავტორია ინფორმაციისა და პირადი ცხოვრების დაცვის ყოფილი კომისარი ანა კავუკიანი (ონტარიო, კანადა). პუბლიკაცია მიმოიხილავს პირადი ცხოვრებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის თანამედროვე სტანდარტებს კერძო და საჯარო ორგანიზაციებში. თარგმანის ავტორია საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული სპეციალისტი კახაბერ გოშაძე, რედაქტორი - საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი მალხაზ ბეგიაშვილი.


    19 და 20 მარტს ქართული,გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით საქართველოს უნივერსიტეტში ჩატარდა სასერთიფიკატო კურსის "შესავალი გერმანული სისხლის სამართლის კერძო ნაწილში".

   კურსის განმავლობაში გერმანელი იურისტი მარიო შუეტცე და პროფესორი ბაჩანა ჯიშკარიანი შეეხნენ სისხლის სამართლის კერძო ნაწილის სხვადასხვა მუხლებსა და გააკეთეს მათი ანალიზი გერმანულ და ქართულ სისხლის სამართალთან მიმართებაში.

     კურსს ესწრებოდნენ სტუდენტები "საქართველოს უნივერსიტეტიდან", "გრიგოლ რობაქიძეს სახელობის უნივერსიტეტიდან", "თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტიდან", "აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტიდან" და სხვა.


20 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა შეჯიბრი სისხლის სამართლის პროცესის ადვოკატირების უნარ-ჩვევებში. აღნიშნულ ღონისძიებაში საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდიც ჩაერთო თამთა ზარნაძის, თათია ტოტოჩავას, კობა ბარამიას, ლევან კეკენაძისა და თენგო ცაგარეიშვილის მონაწილეობით. მათ მომზადებასა და სწავლებას სამართლის სკოლის ლექტორი ირაკლი კობიძე ხელმძღვანელობდა.

აღნიშნულ შეჯიბრში რვა უნივერსიტეტის სამართლის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. ნახევარფინალურ ეტაპზე ოთხი გუნდი გადავიდა, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოს უნივერსიტეტი იყო.

ოთხივე გუნდმა თითქმის თანაბარი ქულები დააგროვა. საქართველოს უნივერსიტეტის გუნდმა მესამე ადგილი მოიპოვა.


„შესავალი გერმანული სისხლის სამართლის კერძო ნაწილში“

მიმდინარე წლის 19-20 მარტს საქართველოს უნივერსიტეტში ჩატარდება სემინარი "შესავალი გერმანული სისხლის სამართლის კერძო ნაწილში", რომელსაც წარუძღვებიან გერმანელი იურისტი მარიო შიუტცე (შესაბამისი თარგმანით) და ასოც. პროფ. ბაჩანა ჯიშკარიანი.

ორივე დღეს დასწრება სავალდებულოა. კურსის მსმენელები მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატებს. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მსურველებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV ტელეფონის მითითებით და მოკლე სამოტივაციო წერილი, თუ რატომ გსურთ აღნიშნულ კურსზე დასწრება, შემდეგ ელ.ფოსტაზე info@icl.ge.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 16 მარტი, ოთხშაბათი, ღამის 12 საათამდე.


„სამეცნიერო სემინარი თბილისი-ბერლინი“

გაცვლითი სტუდენტური „სამეცნიერო სემინარი თბილისი-ბერლინი“ გაიმართება 2016 წლის აგვისტოში. ორგანიზატორები არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ-სა და საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის მიმართულების სტუდენტებს. მონაწილეობა უფასოა.

მონაწილეობის წინაპირობაა გერმანული ენის B2/C1 დონეზე ცოდნა და სასემინარო ნაშრომის გერმანულად დამუშავება. დეტალური ინფორმაცია იხ. მიბმულ პლაკატში. გაცვლითი სემინარის სამეცნიერო თანახელმძღვანელია ასოც. პროფ. ბაჩანა ჯიშკარიანი.


გაცნობითი ლექცია - სამართლის სახლში

2016 წლის 5 მარტს შედგა "ქართული,გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის კვლევითი ინსტიტუტისა" და "სამართლის სახლის" ერთობლივი პროექტი - საჯარო ხასიათის გაცნობითი ლექცია - "სამართლის სახლში", სადაც მსმენელები გაეცნენ იურიდიული კომპანიის მუშაობის სპეციფიკას და მოისმინეს პრაქტიკული საქმიანობის სპეციფიკური მხარეები.

ლექციას წარუძღვა ქართული,გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი და "სამართლის სახლის" ექსპერტი ასოც. პროფ.ბაჩანა ჯიშკარიანი. სტუდენტთა მხრიდან არსებული დიდი ინტერესის გამო ლექციაზე სიტყვით გამოვიდა და განხორციელებულ სამოქალაქო საქმეებზე ისაუბრა "სამართლის სახლის" იურისტმა - სოფო მენაბდიშვილმა.

გაცნობითი ხასიათის საჯარო ლექციას დაახლოებით ოთხმოცი სტუდენტი დაესწრო თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, მათ შორის "საქართველოს უნივერსიტეტიდან","თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან,", "აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტიდან", "გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტიდან", "თბილისის სასწავლო უნივერსიტეტიდან" და სხვა. წარმატებებს ვუსურვებთ სტუდენტებს და აქტიურად ვითანამშრომლებთ მომავალ პროექტებთან დაკავშირებით!


საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებმა, იურიდიული კომპანიის სამართლის სახლის ახალგაზრდა იურისტებმა ელისო მემანიშვილმა და სოფიკო მენაბდიშვილმა წარმატებით ჩააბარეს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და საქართველოს უნივერსიტეტსა და სამართლის სახლში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მეშვეობით უკვე სრულფასოვან, გამოცდილ ადვოკატებად ჩამოყალიბდნენ. ისინი იურიდიულ კომპანიაში უკვე ადვოკატის პოზიციაზე აგრძელებენ მუშაობას და ყველა ინსტანციის სასამართლოში შეძლებენ უფლებების დაცვას.სამართლის სკოლა ულოცავს მათ ამ წარმატებას!


ადამიანის უფლებათა სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში დახურვის ცერემონიალი გაიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომელიც გახსნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ქალბატონმა ნინო გვენეტაძემ, რომელმაც ისაუბრა ადამიანის უფლებებისა და ამ ღონისძიების მნიშვნელობაზე სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების პროცესში. შემაჯამებელი სიტყვით წარსდგა კვირეულის ორგანიზატორი ყველა უნივერსიტეტის წარმომადგენელი, მათ შორის საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი მალხაზ ბეგიაშვილი. ღონისძიება დასრულდა 2015 წლის ადამიანის უფლებათა აქტივისტის დაჯილდოებით.


საჯარო ლექცია: „გამოხატვის თავისუფლება, შედარებითი ანალიზი (ევროპა და აშშ)“

10 დეკემბერს, ადამიანი უფლებების საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტმა უმასპინძლა ადამიანის უფლებების დაცვის დღისადმი მიძრვნილ საჯარო ლექციას თემაზე „გამოხატვის თავისუფლება, შედარებითი ანალიზი (ევროპა და აშშ) “.

ლექცია ინგლისურ ენაზე წაიკითხა სამართლის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა ტიმოტი ბარეტმა. ლექციაზე, გამოხატვის თავისუფლების თემაზე გაკეთდა შედარებითი ანალიზი ევროპის ქვეყნების და აშშ-ს მაგალითზე, ასევე, საუბარი შეეხო გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას კიბერ - სფეროში.


საქართველოს უნივერსიტეტმა კონკურსის „Human Rights” დაჯილდოვების ცერემონიალს უმასპინძლა

10 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა კონკურის „ადამიანის უფლებები” მონაწილეების დაჯილდოვება, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის საერთასორისო დღეს მიეძღვნა.

ღონისძიებაზე გამოვლინდა გამარჯებული - საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი დავით თევდორაშვილი, რომელსაც გადაეცა წიგნების მაღაზია „ნოველლას“ ვაუჩერი. ასევე, დაჯილდოვდნენ მეორე და მესამე ადგილის მფლობელები მარიამ დვალიშვილი (საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი) და ჟანა ალიმბარაშვილი (სკოლის მოსწავლე კასპიდან). კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი.


საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტების მორიგი წარმატება. რამოდენიმე დღის უკან თბილისის სააპელაციო სასამართლომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომელშიც დაკმაყოფილდა  „სამართლის სახლის“ იურისტების და საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრანტების სოფიკო მენაბდიშვილისა და ელისო მემანიშვილის კერძო საჩივარი საპროცესო უფლებაუნარიანობასთან დაკავშირებით. აღნიშნული სტუდენტები სამართლის კლინიკის ფარგლებში სტაჯირებას გადიოდნენ იურიდიულ კომპანიაში „სამართლის სახლი“, სადაც შემდეგ იურისტებად დასაქმდნენ.

სასამართლომ მართებულად მიიჩნია მსჯელობა იმის შესახებ, რომ ალიმენტის მოთხოვნა არის ბავშვის კანონიერი უფლება და სარჩელში ის შეიძლება მიეთითოს მოსარჩელე მხარედ.


8 დეკემბერს, ადამიანთა უფლებათა დაცვის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტმა და ლექტორმა კახაბერ გოშაძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფუნდამენტური პრინციპები“.

ლექციაზე საუბარი შეეხო პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და დამუშავების წინაპირობებსა და მათი კანონიერი გამოყენების საკითხებს.


ანტიკორუფციული კვირეულის ფარგლებში 7 დეკემბერს იუსტიციის სასწავლოცენტრში ანტიკორუფციული საბჭოს მოდელირება მოეწყო.

 მოდელირებაში მონაწილეობის მისაღებად სხვადასხვა უნივერსიტეტის 14 წარმატებული სტუდენტი შეირჩა,მათგან 4 საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდუნტები,რომელთაც მოირგეს ანტიკორუფციული საბჭოს წევრთა როლები და წარადგინეს შესაბამის უწყებათა პოზიციები, იმსჯელეს და დაამტკიცეს კორუფციის წინააღმდეგბრძოლის სტრატეგიული პრიორიტეტები, განიხილეს საჯარო სამსახურის რეფორმისკონცეფცია და ანტიკორუფციულ საკითხებში ცნობიერების ამაღლების შესახებკამპანია. სტუდენტებს იუსტიციის სამინისტროში 4 დეკემბერს ჩაუტარდათსაინფორმაციო ლექცია ანტიკორუფციული საბჭოს საქმიანობის შესახებ.ახალგაზრდებმა მიიღეს საერთო და ინდივიდუალური დავალებები, მითითებებიგანაწილებული როლების შესაბამისად.

ღონისძიების დასასრულ, ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი. ამასთან,გამოვლინდა პროექტის სამი წარმატებული მონაწილე, რომელთაც შორის მოხვდა საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი თამარ სიმონიშვილი. სამართლის სკოლა ულოცავს მას ამ წარმატებას.


კონკურსი აბიტურიენტებისა და სტუდენტებისთვის

საქართველოს უნივერსიტეტი ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით აცხადებს  კონკურსს  Human Rights.

კონკურსის პირობები:

კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ ესსე ქვემოთ მოცემული 2 საკონკურსო თემიდან ერთერთ თემაზე:

1)      ადამიანის უფლებები - თანდაყოლილი თუ სახელმწიფოსგან მინიჭებული?

2)      ადამიანის უფლებები და განვითარება

კრიტერიუმები:

  • ესსე უნდა მოიცავდეს არაუმეტეს 3 გვერდს (Sylfaen შრიფტი, 12);
  • ტექსტი განთავსებული უნდა იყოს A 4 ფორმატში;
  • ნაშრომი უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული;
  • ნაშრომი უნდა იყოს გამართული სტილისტურად და გრამატიკულად.

საუკეთესო ესსეს ავტორს  3 კატეგორიაში გამოავლენს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორებისგან შემდგარი ჟიური.  პირველი 3 ადგილის მფლობელი დაჯილდოვდება.  ასევე, თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერთფიკატი.

ნამუშევრები მიიღება 2015 წლის 1 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: https://www.ug.edu.ge/registration_m

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:  სტუდენტებსა და აბიტურიენტებს მთელი საქართველოს მაშტაბით.


2015 წლის 20 ნოემბერს უზენაესმა სასამართლომ უმასპინძლა საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებს. მათ დაათვალიერეს სასამართლოს შენობის დარბაზები, სადაც მიმდინარეობდა ცნობილი და ისტორიული სასამართლო პროცესები, ასევე მოინახულეს მართლმსაჯულების მუზეუმი და  გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

შეხვედრის განმავლობაში სტუდენტებს გააცნეს სასამართლოს მუშაობის სისტემა და მისი პროცედურები.



მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სისხლის სამართლის მიმართულების ორგანიზებით ბათუმში გაიმართა ზაფხულის სკოლა სისხლის სამართლის პრობლემებზე, რომლებშიც ჩართულები იყვნენ სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები. სტუდენტებმა გაიარეს ტრენინგები მატერიალური და პროცესულური კუთხით პრაქტიკოსი იურისტების ხელმძღვანელობით. ტრენერად მოწვეული იყო ასევე გერმანელი ექსპერტი. აღსანიშნავია ისიც, რომ სტუდენტებმა უფასოდ გაიარეს ეს სკოლა. აღნიშნულ ტრადიციას სამართლის სკოლა უკვე ახლადდაფუძნებული ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ფარგლებში მომავალშიც გააგრძელებს. 2015 წლის 13 ნოემბერს მსმენელებს და ტრენერებს სამართლის სკოლის დირექტორმა, ანა ხურციძემ და ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ბაჩანა ჯიშკარიანმა სერტიფიკატები გადასცეს.


2015 წლის 10 ნოემბერს, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში სამართლის სკოლის დოქტორანტმა კახაბერ გოშაძემ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის თანამედროვე ტენდენციები“. მოხსენებაში მიმოხილული იყო პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვასა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ფუნდამენტალური რეგულაციები. ლექცია ჩატარადა ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში.


სამართლის სკოლის წარმატებული სტუდენტი საბა კარანაძე პოლონეტში, გდანსკის უნივერსიტეტში გაემგზავრა ერთწლიანი გაცვლითი პროგრამით. საბა მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტია და მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა შეჯიბრებსა და კონფერენციებში. სამართლის სკოლა წარმატებას უსურვებს მას!


TOLES სამართლებრივი ინგლისური ენის ცენტრი საქართველო

კავკასიის რეგიონში პირველმა, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ მოიპოვა მსოფლიოში ერთადერთი საერთაშორისო სამართლებრივი ინგლისური ენის ცენტრის TOLES Legal ექსკლუზიური წევრობა. ცენტრი დაინტერესებულ პირებს თავაზობს მოსამზადებელ კურსებს იურისტისთვის აუცილებელ ინგლისურ ენაში და საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდებს (TOLES - foundation, higher and advanced level). იხილეთ მეტი: www.toles.ge


13 ოქტომბერს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლას ეწვია გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, დოქტორი მარტინ პრაქსენტალერი. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე საუბარი იყო გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სტიპენდიებსა და პროგრამებზე  სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის.  

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიების მეშვეობით ყოველწლიურად სტუდენტები და მკვლევარები იღებს შესაძლებლობას ისწავლოს გერმანიაში და გაიღრმავონ ცოდნა.


თბილისში 9-10 ოქტომბერს გაიმართა ქართულ-გერმანული საერთაშორისო კონფერენცია სისხლის სამართალში. საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა ბაჩანა ჯიშკარიანმა თავის მოხსენებაში ისაუბრა ქართულ სისხლის სამართალში არსებულ დოგმატურ და პრაქტიკულ რეალობაზე.

კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი იყვნენ გერმანიის წამყვანი უნივერსიტეტების სისხლის სამართლის მიმართულების პროფესორები და მკვლევარები. კონფერენციაში ჩართული იყო აგრეთვე სამართლის სკოლის ლექტორი გიორგი დგებუაძე.


2015 წლის 3 ოქტომბერს, სამართლის სკოლამ ახალწვეული მაგისტრანტები პროფესორებთან ერთად მიიწვია ლიტერატურულ კაფე “ნოველაში”.  საქართველოს უნივერსიტეტის  სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე მაღალი კონკურსი 143 მსურველიდან მხოლოდ 55-მა გაიარა და მოიპოვა სწავლის უფლება.

საღამომ სასიამოვნო გარემოში ცოცხალი მუსიკის და ევროპული კერძების თანხლებით ჩაიარა და სტუდენტებს ლექტორების და სკოლის ადმინისტრაციის უკეთ გაცნობის საშუალება მისცა.


საქართველოს უნივერსიტეტი გაერთიანდა ვირტუალური ინსტიტუტის აკადემიურ ქსელში.


ოლიმპიადა "სოციალური ქსელები და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა".


SAT, GRE,GMAT. მათთვის, ვისაც სურს სწავლა ინგლისურენოვან უნივერსიტეტებში საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ!


ახალი სახელმძღვანელოს - „კაზუსები სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში“ - პრეზენტაცია