პასუხი მთავარ კითხვაზე
   




სადოქტორო


სადოქტორო პროგრამებზე მისაღებად მსურველს შეუძლია რეგისტრაციის მიზნით, მიაკითხოს სადოქტორო სწავლების მენეჯერს. 

სწავლის მინიმალური ხანგრძლივობაა 3 წელი, წლიური გადასახადი შეადგენს 3000 ლარს.

საბუთების მიღება იწარმოებს 1 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  1. პირადობის მოწმობის ასლი და ელ. ვერსია.
  2. ფოტო-სურათი 3/4 და ელ. ვერსია.
  3. მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის) დიპლომის დედანი, ასლი, ელ. ვერსია და დიპლომის დანართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობა. (მაგისტრის დიპლომი, რომელიც გაცემულია საზღვარგარეთ, აღიარებული უნდა იყოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად).
  4. სამართლის სადოქტორო პროგრამაზე მისაღებად აუცილებელია სამართლის მაგისტრის დიპლომის წარმოდგენა.
  5. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი საბუთის დედანი, ასლი და ელ. ვერსია (ვაჟების შემთხვევაში).
  6. პროფესიული რეზიუმე ქართულ ენაზე.
  7. შესაბამისი მიმართულების პროფესორის ან/და ასოცირებული პროფესორის ან საქართველოს უნივერსიტეტის ემირიტუსის სარეკომენდაციო წერილი. წერილი იგზავნება რეკომენდატორის მიერ დალუქული კონვერტით.
  8. სამეცნიერო სტატია ან სამაგისტრო ნაშრომი.
  9. კვლევის კონცეფცია, შესრულებული აკადემიური წერის პრინციპების დაცვით. კონცეფციის შეფასების კრიტერიუმები
  10. B2 დონის საერთაშორისო სერთიფიკატი ან საზღვარგარეთ ინგლისურენოვანი. ბაკალავრიატის/მაგისტრატურის/დოქტურანტურის პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი ან აპლიკანტმა უნდა ჩააბაროს უნივერსიტეტის მიერ დაწესებული შიდა გამოცდა ინგლისურ ენაში. ინგლისურ ენაში კომპეტენციის მინიმალური ზღვარი არის მაქსიმალური შეფასების 60%.  ინგლისური ენის ტესტის ნიმუში
    სამართალმცოდნეობის სადოქტორო პროგრამის მსურველებს შეუძლიათ ასევე წარმოადგინონ გერმანული ენის B2 დონის საერთაშორისო სერთიფიკატი ან საზღვარგარეთ გერმანულენოვანი ბაკალავრიატის/მაგისტრატურის/დოქტურანტურის პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი ან უნდა ჩააბარონ უნივერსიტეტის მიერ დაწესებული შიდა გამოცდა გერმანულ ენაში. გერმანულ ენაში კომპეტენციის მინიმალური ზღვარი არის მაქსიმალური შეფასების 60%. გერმანული ენის ტესტის ნიმუში
  11. აპლიკაცია, რომელიც განთავსებულია უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე. სააპლიკაციო ფორმა

 

 

მიმართულებების მიხედვით გამოცხადებული ვაკანტური ადგილები:

  1. ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამა
  2. სამართალმცოდნეობის სადოქტორო პროგრამა
  3. ზუსტი, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული მეცნიერებების სადოქტორო პროგრამა
  4. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სადოქტორო პროგრამა
  5. ისტორიის სადოქტორო პროგრამა
  6. კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა
  7. ინგლისური ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამა
  8. პოლიტიკის მეცნიერებების სადოქტორო პროგრამა

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მობრძანდეთ ორშაბათი - პარასკევი,
10:00 – 19:00. (შესვენება - 14:00-15:00)
სადოქტორო სწავლების მენეჯერი - თამარ ბიწაძე. 


მისამართი: ქ. თბილისი, მ. კოსტავას გამზ. 77 ა, IV კორპუსი, ოთახი 505 

www.ug.edu.ge (Online Chat)
ტელეფონი:  2 55 22 22
ელ-ფოსტა:  t.bitsadze@ug.edu.ge