პასუხი მთავარ კითხვაზე
   




რესურსები


UGTV სტუდია - არის თანამედროვე და უახლესი მულტიმედიური ტექნოლოგიებით აღჭურვილი სატელევიზიო სტუდია, სადაც სისტემატურად მიმდინარეობს სტუდენტებისა და პროფესორების მიერ მომზადებული გადაცემების ჩაწერა. UGTV საქართველოს უნივერსიტეტის ექსკლუზიური რესურსია და სტუდენტებს საშუალებას აძლევს მოამზადონ გადაცემები, აწარმოონ გადაღებები, განახორციელონ საკუთარი იდეები, შეისწავლონ აუდიო-ვიდეო მონტაჟი და გამოიმუშაონ შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიული უნარ-ჩვევები, რაც შემდგომში უზრუნველყოფს მათ წარმატებულ კარიერას მედია ბიზნესში.

მედია ცენტრი - განკუთვნილია ჟურნალისტიკის და საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამის სტუდენტებისთვის, სადაც მათ ეძლევათ შესაძლებლობა შეასრულონ პრაქტიკული დავალებები და განივითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები. 

საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი - ანალიტიკური ონლაინ რესურსია, სადაც ხდება მიმდინარე პოლიტიკური და საერთაშორისო მოვლენების ანალიზი და მისი შედეგები ასახულია ინტერაქტიულ რუკა.

UG PR Consulting - ცენტრში სტუდენტები გადიან პრაქტიკას,   ახორციელებენ  PR კვლევებს  და ამუშავებენ სტრატეგიებს კომპანიების თვის.

ფსიქოლოგიური მომსახურებისა და ანალიტიკის ცენტრი - ცენტრში  ხორციელდება ინდივიდუალური კონსულტირება და თერაპია, ჯგუფური თერაპია, სატელეფონო ფსიქოლოგიური დახმარება, მიზნობრივ-თემატური ტრენინგები, სოციალურ-ფსიქოლოგიური კვლევები და გამოცემები. ცენტრი ფსიქოლოგიის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს ჩაერთონ სხვადასხვა ტიპის აქტივობაში და შეიძინონ პროფესიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევები