პასუხი მთავარ კითხვაზე
   




ერთსაფეხურიანი


საქართველოს უნივერსიტეტის ერთსაფეხურიან პროგრამაზე აბიტურიენტთა ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე. ამასთან, სტომატოლოგიური განათლება (300 კრედიტი) არის ინტეგრირებული განათლება და თავისი სწავლის შედეგებით უთანაბრდება მაგისტრატურას.

აბიტურიენტებმა, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით გავლის შემდეგ მოიპოვეს საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის უფლება, სწავლის დაწყებამდე, 5 სექტემბრამდე უნდა გაიარონ ადმინისტრაციული რეგისტრაცია, რისთვისაც საჭიროა შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;
  • სკოლის ატესტატი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ფოტოსურათი (3X4);
  • სწავლების საფასურის იმ ოდენობის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც აღემატება მოპოვებულ სახელმწიფო სასწავლო გრანტს.

სარეგისტრაციო დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნას ელექტრონულადაც.


უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ დებულებაში.


ადმინისტრაციული რეგისტრაცია წარმოებს შემდეგ მისამართზე: კოსტავას ქ. 77, მეოთხე სასწავლო კორპუსი
დამატებითი ინფორმაციის მოგვმართეთ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 19:00 საათამდე:
მისამართი: ქ. თბილისი, მ. კოსტავას გამზ. 77 ა, IV კორპუსი, ოთახი 503
ტელეფონი: 255 22 22
ელ-ფოსტა: t.lagvilava @ug.edu.ge