თუ სწავლა გინდა
   




სკოლის შესახებ


კახაბერ თავზარაშვილი
სკოლის დირექტორი
IVკორპუსი, ოთახი: 301
ტელ.: 2 55 22 22
ელ.ფოსტა: k.tavzarashvili@ug.edu.ge

ინფორმატიკის, ინჟინერიის და მათემატიკის სკოლის მიზანია მოამზადოს საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიების, ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის, ზუსტი და საბუნებისმეტყველო დარგების განვითარებას კომპეტენტური, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებსაც ექნებათ თანამედროვე საბაზრო მოთხოვნების შესაბამისი უმაღლესი განათლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევები. საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიების სწრაფად განვითარებად გარემოში მნიშვნელოვანია თანამედროვე და პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამების დანერგვა და განხორციელება.

ჩვენი სასწავლო პროგრამები შემუშავებულია წამყვანი უცხოური უნივერსიტეტების ანალოგიური პროგრამების ანალიზისა და მათი გამოცდილების გათვალისწინების საფუძველზე. ინფორმატრიკის, მათემატიკისა და IT-ის სკოლა საშუალებას აძლევს სტუდენტს შეიძინოს არამხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ გამოიმუშაოს პრაქტიკული პროფესიული უნარ-ჩვევები, რაც მომავალში გახდება მისი წარმატებული კარიერის მყარი გარანტია.