თუ სწავლა გინდა
   




აკადემიები


ინფორმატიკის, ინჟინერიის და მათემატიკის სკოლაში ფუნქციონირებს კომპიუტერული აკადემიები, როგორიცაა Microsoft Academy, Cisco Network Academy, Oracle Academy. ამ აკადემიის ფარგლებში ჩვენი სტუდენტები სავალდებულო საგნებად სწავლობენ თანამედროვე ოპერაციული სისტემებსა და საოფისე პროგრამებს, კომპიუტერული ქსელების დაგეგმარებას, მართვას და უსაფრთხოებას, მონაცემთა ბაზების შექმნასა და მართვას. აკადემიის პროგრამების წარმატებით დასრულების შემთხვევაში მათ გადაეცემათ საერთაშორისო სერტიფიკატები შესაბამისი მიმართულებებით. ამ აკადემიებით სარგებლობა შეუძლიათ უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს. არა საინჟინრო სპეციალობის სტუდენტებს ვთავაზობთ აკადემიის ფარგლებში კომპიუტერული ტექნოლოგიების ზოგად კურსებს.

უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად სტუდენტები ჩართულები არიან სხვადასხვა კვლევით პროექტებში, რაც ხელს უწყობს მათი ცოდნის გაღრმავებას და რეალური ამოცანების გადასაწყვეტად ინფორმაციული ტექნოლოგიებისა, ინჟინერიისა და მათემატიკური მეთოდების გამოყენების პრაქტიკული უნარ–ჩვევების გამოუმუშავებს. სკოლას გააჩნია მჭიდრო სამეცნიერო კავშირები მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან. მათ შორისაა ისეთი ცნობილი ცენტრები, როგორიცაა CERN-Geneva, JNRI-Dubna, J PARC-Tokai, ETH-Zurich, Stockholm University, KTH Royal Institute of Technology, Humboldt-University of Berlin.