პასუხი მთავარ კითხვაზე
   




სასერთიფიკატო


Oracle Academy

საქართველოს უნივერსიტეტი - პირველი დაწესებულებაა საქართველოში, რომელმაც დაამყარა კავშირი Oracle Corporation -თან საგანმანათლებლო კუთხით და დაარსა Oracle Academy.

Oracle Academy –ს ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტის IT საბალავრო და სამაგისტრო პროგრამებში მოხდა Oracle –ის ტექნოლოგიების შესწავლის ინტეგრაცია. სტუდენტებს ექნებათ საშუალება სრულიად უფასოდ, სასწავლო პროგრამის ფარგლებში გაიარონ Oracle –ის ტექნოლოგიების კურსები და მიიღონ სერტიფიკატი გამოცდის ჩაბარების შედეგად.

აღნიშნულ კორპორაციასთან დაგეგმილია ხანგრძლივი ურთიერთობა სხვადასხვა კუთხით.

oai.oracle.com


CISCO Academy

საქართველოს უნივერსიტეტი აღჭურვილია CISCO-ს ლაბორატორიით და მინიჭებული აქვს უფლება CCNA და CCNP სერთიფიკატების გაცემისა.

CCNA
კურსი შედგება 4 მოდულისაგან.
თითოეული მოდულის ხანგრძლივობაა 1თვე; ჯამში კურსის ხანგრძლივობაა 4თვე.
თითო მოდულის ღირებულება - 200; კურსის ღირებულება - 800.
კურსის ბოლოს ბარდება 1 გამოცდა, რომლის ღირებულებაა $300.

CCNP
კურსი შედგება 3 მოდულისაგან.
თითოეული მოდულის ხანგრძლივობაა 1,5 თვე; ჯამში კურსის ხანგრძლივობაა 4,5 თვე.
თითო მოდულის ღირებულება - 450; კურსის ღირებულება - 1350.
ყოველი მოდულის ბოლოს ბარდება გამოცდა, თითოეული გამოცდის ღირებულებაა $300.

რეგისტრაციისთვის მოგვმართეთ: cisco@ug.edu.ge

უნივერსიტეტის შესაბამისი სასწავლო კურსი ინტეგრირებულია ამ პროგრამასთან და მისი დამთავრება სტუდენტებს საშუალებას აძლევს: დამატებითი საზღაურის გარეშე გაიარონ სხვადასხვა მოდულები , წარმატებით გადალახონ CISCO-ს სასერთიფიკატო გამოცდები და მოიპოვონ CCNA-სერთიფიკატი.

ლაბორატორიაში კურსების გავლა მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ზედამხედველობის ქვეშ შეუძლია შესაბამისი განათლების მქონე ყველა დაინტერესებულ პირს.

www.cisco.com


Microsoft IT Academy

საქართველოს უნივერსიტეტი საქართველოს ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც ჩართულია Microsoft IT Academy პროგრამაში.

ეს ჩვენს უნივერსიტეტს საშუალებას აძლევს გამოიყენოს Microsoft-ის ყველა პროდუქტი, მიიღოს მისგან ინფორმაცია ახალი პროგრამებისა და ჯერ კიდევ შემუშავების პროცესში მყოფი სხვა პროდუქტების შესახებ და დანერგოს თავის სასწავლო პროცესში მსოფლიოს წამყვანი კომპანიის მიერ შემუშავებული სწავლების უახლესი მეთოდები.

რაც მთავარია, ჩვენი უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს დამატებითი საზღაურის გარეშე შეუძლია აიღოს Microsofti-ს სხვადასხვა სერთიფიკატი, გამოცდების ონლაინ სისტემით წარმატებით ჩაბარების შემდეგ.

რეგისტრაციისთვის მოგვმართეთ: ms@ug.edu.ge

www.microsoft.com


MikroTik Academy

საქართველოს უნივერსიტეტი - პირველი დაწესებულებაა საქართველოში, რომელმაც დაამყარა კავშირი MikroTik Corporation -თან საგანმანათლებლო კუთხით და დაარსა MikroTik Academy.

აღნიშნულ კორპორაციასთან დაგეგმილია ხანგრძლივი ურთიერთობა სხვადასხვა კუთხით.

www.mikrotik.com