თუ სწავლა გინდა
   




ადამიანური რესურსების მართვის გაყოფილება


საქართველოს უნივერსიტეტში დასაქმებულია 500-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და სტუდენტები. უნივერსიტეტი მუდმივად ზრუნავს კორპორატიული კულტურის დანერგვასა და პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე. სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე, აკადემიურ პერსონალს აქვს სამეცნიერო მუშაობის შესაძლებლობა. ადმინისტრაციული პერსონალისთვის იმართება ცოდნისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრეინინგები.

ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის მიზნით, უნივერსიტეტი თანამშრომლებს სთავაზობს შეღავათებს სპორტულ დარბაზში, საჩოგბურთო კორტებზე, საკალათბურთო დარბაზსა და საფეხბურთო სტადიონზე. უნივერსიტეტის თანამშრომლები სარგებლობენ ფასდაკლებებით  UG ბაღში და საშუალო სკოლაში. „დეკრეტული“ შვებულების ნაწილობრივი ანაზღაურების უზრუნველყოფით, უნივერსიტეტი ხელს უწყობს საქართველოს დემოგრაფიიული მაჩვენებლის ზრდას. თანამშრომელთა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნავს ექიმი და დაცვის სამსახური. შრომის უსაფრთხოების სტანდარტები პერიოდულად მოწმდება საერთაშორისო ექსპერტების მიერ. თანამშრომლის ნებისმიერი პოზიტიური ინიციატივა წახალისებულია ადმინისტრაციის მხრიდან.

უნივერსიტეტი თავისუფალია ეთნიკური, რელიგიური, გენდერული, ასაკობრივი და სხვა ტიპის დისკრიმინაციისგან, ასევე, ბავშვთა შრომისგან.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს ადამიანური რესურსების სამსახურს სამუშაო საათებში ვაკანსიებთან, საჯარო ინფორმაციასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით პირადად, ან Onlne UG სისტემის საშუალებით.

 

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: კოსტავას ქ. 77ა

საქართველოს უნივერსიტეტი

IV სასწავლო კორპუსი, ოთახი 516

 სამსახურის უფროსი: მარიამ ჯანჯარია

ტელეფონი: 2 55 22 22
ელ.ფოსტა: m.janjaria@ug.edu.ge