თუ სწავლა გინდა
   




საპატიო დოქტორები


გურამ დოჩანაშვილი

გურამ დოჩანაშვილი დაიბადა 1939 წლის 26 მარტს, თბილისში. ის არის ქართველი მწერალი, ლიტერატურული პრემია - "საბას" ლაურეატი ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

1957 წელს დაამთავრა 61-ე საშუალო სკოლა და მუსიკალური სასწავლებელი (ვიოლინოს კლასი). იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე და აქტიურად მონაწილეობდა არქეოლოგიურ გათხრებში.

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ის მუშაობდა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში და ამასთანავე, მონაწილეობდა არქეოლოგიურ ექსპედიციებში.

1975-85 წლებში იყო ჟურნალ „მნათობის“ პროზის განყოფილების გამგე. ამასთანავე, ის მეთაურობდა პროზის სექციას მწერალთა კავშირში. 1985 წლიდან იყო „ქართული ფილმის“ მთავარი რედაქტორია

გურამ დოჩანაშვილის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებებია: ''სამოსელი პირველი'', ''კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა'' და სხვა.


ალი ასღარ როსთამი აბუსაიდი

ირანის ისლამური რესპუბლიკის მეცნიერების, კვლევებისა და ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილე. ამასთანავე, „ფაიამე ნურის“ უნივერსიტეტის რექტორი;

პროფესორ აბუსაიდს აქვს 30 წლიანი სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილება. წლების მანძილზე ეკავა ქერმანის უნივერსიტეტის, ქიშის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სისთანისა და ბალუჩისთანის უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა.

ამასთანავე, ირანის ისლამური რესპუბლიკის ვიცეპრეზიდენტის მრჩეველი განათლებისა და სუნივერსიტეტო საკითხებში;

მას განათლება მიღებული აქვს ირანის, იაპონიისა და დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებში.


იოსეფ ნოვაკოვიჩი

იოსეფ ნოვაკოვიჩი არის ხორვატიელ-კანადელი პოეტი და რომანისტი, ბუკერის პრემიის ფინალისტი. მას გამოქვეყნებული აქვს ნოველა, მოთხრობების კოლექციები, ესეები და ტექსტბუქები.

მისი ლექსების კრებული სამჯერ შევიდა საუკეთესო ამერიკულ პოეზიაში და ო. ჰენრის საპრიზო მოთხრობებში. ნოვაკოვიჩს ცნობილია, როგორც „დეკადის საუკეთესო ამერიკული მოთხრობების მწერალი“.

ნოვაკოვიჩის ნაშრომები გამოქვეყნებულია ამერიკის წამყვან ლიტერატურულ ჟურნალებში.


გელა ჩარკვიანი

გელა ჩარკვიანი 1992-2003 წლებში იყო საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტი მრჩეველი, 2005 წელს პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა იგი დანიშნა წარმომადგენლად, მოგვიანებით 2006 წელს კი ელჩად დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში. 2011 წელს ბატონმა ჩარკვიანმა დიპლომატიური საქმიანობა შეწყვიტა.

2001 წელს გამოიცა მისი საფორტეპიანო მინიატურების CD, ხოლო ადრეული ნამუშევრები 2006 წელს.

ბატონმა გელამ, თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნა შექსპირის "მეფე ლირი". მისი ცხოვრების თერთმეტ წლიანი ეპიზოდის (1997-2008) საჯარო გამოსვლების ნაწილი წიგნად გამოიცა(ინგლისურ ენაზე). წიგნში ევრაზიის მნიშვნელოვანი თემები ფართოდ განიხილება, განსაკუთრებული ყურადღება კი სამხრეთ კავკასიის რეგიონს ეთმობა.

განსაკუთრებული მიღწევებისთვის, 2015 წელს, საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რეკომენდაციით, უნივერსიტეტის პრეზიდენტებმა ბატონ ჩარკვიანს მიანიჭეს საპატიო დოქტორის წოდება.


ვაირა ვიკე-ფრეიბერგა

ლატვიის მეექვსე და ამავდროულად, პირველი ქალი პრეზიდენტი აღმოსავლეთ ევროპაში. ის ორი ვადით იყო ლატვიის პრეზიდენტი 1999-2007 წწ. ქალბატონი ფრაიბერგას პრეზიდენტობის პერიოდში, ლატვია გახდა ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა.

ამჟამად, ქალბატონი ფრაიბერგა გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური ელჩია. იგი იღწვის მსოფლიოში თავისუფლების, თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობის დასაცავად.


როვენა ქროს-ნაჯაფი

როვენა ქროს-ნაჯაფი ლოურენსის ისტორიის მუზეუმის დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტია. საგარეო საქმეთა სამსახურში დიპლომატის კარიერის შემდეგ, ის გახდა BRI-ის ისტორიული მემკვიდრეობის კომიტეტისა და ლოურენს ხელოვნების ასოციაციის აქტიური წევრი და შემდეგში, ამ ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი.


მარიანა ვარდინოიანისი

ვარდინოიანისი არის გაეროს მშვიდობის ელჩი ათენში. მისი პროფესიული საქმიანობა დაკავშირებულია სოციალური სფეროსთან. ის იბრძვის მშვიდობისთვის და გლობალური სოლიდარობისთვის, ბავშვთა ჯანმრთელობისთვის და განათლებისთვის, სოციალური კეთილდღეობისა და სიღარიბის წინააღმდეგ, ხალხთა უფლებების შელახვისა და ბავშვთა ძალადობისა წინააღმდეგ.

ვარდინოიანისი არის ფონდ "ELPIDA" -ს დამფუძნებელი და ამასთანავე, პრეზიდენტი, რომელიც წარმოადგენს კიბოთი დაავადებულ ბავშვთა მეგობრულ ასოციაციას.

ამასთანავე, მან ჩამოაყალიბა ფონდი „ბავშვი და ოჯახი“, რომლის მიზანს წარმოადგენს ბავშვთა და ოჯახის უფლებების დაცვასა და გვერდში დგომას.


ნაზიმ იბრაჰიმოვი

ნაზიმ იბრაჰიმოვი აზერბაიჯანელი პოლიტიკოსია და ამჟამად, ის არის აზერბაიჯანის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე დიასპორის საკითხებში.

ბატონი იბრაჰიმოვი მივლინებული იყო ელჩად უკრაინაში, მოლდოვაში, პოლონეთსა და ბელორუსში. 2000 წელს, იგი აირჩიეს აზერბაიჯანის ეროვნული ასამბლეის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაჯანის დელეგაციის წევრად. ის არის ახალი აზერბაიჯანული პარტიის წევრი და ადამიანური რესურსების საერთაშორისო საჯარო მართვის ასოციაციის წევრი.


ოსკარ რიბას რეიგ

ბატონი რეიგი არის ანდორის პირველი პრემიერ მინისტრი. ის 1982-1984 და 1990-1994 ხელმძღვანელობდა მთავრობას.

მისი პრემიერ მინისტრობის დროს ანდორა გახდა გაეროს წევრი ქვეყანა. ბატონი რეიგი ცნობილია მისი ფისკალური და საგადასახდო რეფორმებით.


ისმაილ სარაგელდინი

ბატონი სარაგელდინი არის ალექსანდრიის ბიბლიოთეკის დირექტორი. იგი არის თავმჯდომარე და წევრი რიგი საკონსულტაციო კომიტეტებისა, ასევე ეგვიპტის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. სარაგალდინი სხვადასხვა პერიოდებში იკავებდა მნიშვნელოვან პოზიციებს, მათ შორის მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას 1992-2000 წლებში.

იგი ფლობს ქაიროს უნივერსიტეტის ბაკალავრის სამეცნიერო საინჟინრო დიპლომს. ასევე, ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის დიპლომებს. მან მიიღო 30 საპატიო დოქტორის წოდება.


ფილიპ დიმიტროვი

ბატონი დიმიტროვი ბულგარელი პოლიტიკოსია, რომელიც იკავებდა პრემიერ მინისტრის თანამდებობას და იყო 36-ე, 37-ე და 40-ე ეროვნული ასამბლეის წევრი. მოგვიანებით, ის გახდა ბულგარეთის ელჩი გაეროში და შემდეგში კი ბულგარეთის ელჩი აშშ-ში. 2004 წელს ის იყო ეუთოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სომხეთსა და აზერბაიჯანში.

2010 წლიდან ბატონი დიმიტროვი ბარონესა ეშტონის მიერ დაინიშნა ევროკავშირის ელჩად საქართველოში.


აკა მორჩილაძე (გიორგი ახვლედიანი)

მწერალი და ისტორიკოსი. 1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ისტორიის ფაკულტეტი. 90-იან წლებში მუშაობდა საპარლამენტო სხდომების მიმომხილველად "რეზონანსი"-სთვის და რამდენიმე ბულვარული გაზეთისთვის.

მისი მთავარი ლიტერატურული ნამუშევრებია: "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები" (1995), "გადაფრენა მადათოვზე და უკან", "გაქრები მადათოვზე" (1998), "მოგზაურობა ყარაბაღში" (1992), "აგვისტოს პასიანსი" (2001), "სხვანი" (2002), "შობის ღამის ალქაჯები" (2002), "სანტა ესპერანსა" (2004) და სხვ. რომანი "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები" მოგვიანებით ადაპტირებულ იქნა პიესად და პირველად 1999 წელს დაიდგა სანდრო ახმეტელის თეატრში.

2003 და 2005 წლებში მიღებული აქვს პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო "საბა".


ელდარ შენგელაია

ელდარ შენგელაიამ 1958 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1957 – 1959 წლებში იგი კინოსტუდია "მოსფილმი" – ს კინორეჟისორი, ხოლო 1960 წლიდან კი კინოსტუდია "ქართული ფილმი" –ს კინორეჟისორი იყო.

1990 – 1992 წლებში იგი გახლდათ საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი, სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992), 1992 – 2004 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი და კულტურის კომისიის თავმჯდომარე.

ბატონი შენგელაია დაჯილდოებულია საქართველოს ლენინური კომკავშირის (1967), სსრკ სახელმწიფო (1985) და რუსთაველის სახელობის (1998) პრემიებით. მიღებული აქვს შრომის წითელი დროშის (1976) და ლენინის (1986) ორდენები.

1979 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის, ხოლო 1988 წელს საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება. 2009 წელს დაჯილდოვდა წმინდა გიორგის სახელობის ორდენით 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების გამოძიებისა და სიმართლის მთელი მსოფლიოსათვის გაცნობისათვის.


მაია მიმინოშვილი

მაია მიმინოშვილმა დაამთავრა კომაროვის სახელობის ფიზიკა–მათემატიკის სკოლა, რის შემდეგაც მიიღო თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი განათლება, მექანიკა–მათემატიკის ფაკულტეტის განხრით.

1982–1985 წლებში დაამთვარა ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურა. მინიჭებული აქვს ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის სტატუსი. მაია მიმინოშვილს გააჩნია 26 წლიანი სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა საგანამანათლებლო სისტემებში.

2008 წლიდან მაია მიმინოშვილი არის გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი.


დავით კერესელიძე

დავით კერესელიძემ მიიღო სამართლის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე მაგისტრისა და დოქტორის ხარისხი სამართალში მოიპოვა ზაარლანდის უნივერსიტეტში (გერმანია).

2005-2008 წლებში ბატონი კერესელიძე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი. 2009-2010 წლებში ის იყო აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ხოლო 2010-2011 წლებში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი. 2011-2012 წლებში ის იყო საქართველოს უნივერსიტეტის პარტნიორთა კრების კონსულტანტი უნივერსიტეტის მართვის მიმართულებით.

ამჟამად, ის არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის რექტორი.


ალექსანდრე კვიტაშვილი

ბატონი ალექსანდრე ფლობს ნიუ იორკის უნივერსიტეტის რობერტ ფ. ვაგნერის სახელობის სახელმწიფო მართვის მაგისტრის ხარისხსს.

1997 წელს ალექსანდრე კვიტაშვილი გახდა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის, კურაციოს საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი. 2002 წელს კი ის იყო საქართველოს სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამის ჯანდაცვის, სოციალური და განათლების სექტორების ქვეკომიტეტის ეროვნული ექსპერტი - კოორდინატორი.

1995-2002 წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის კონსულტანტად აზერბაიჯანში, ლიტვაში, უკრაინაში, სომხეთსა და სერბეთში. 2002-2003 წლებში ალექსანდრე კვიტაშვილი მუშაობდა ნიუ- იორკში, აღმოსავლეთ-დასავლეთის ინსტიტუტის და შიდსის წინააღმდეგ ტრანსატლანტიკური პარტნიორობის ინსტიტუტის კონსულტანტად.

2004 წელს დაინიშნა აღმოსავლეთ დასავლეთ ინსტიტუტის (EastWest Institute) ადმინისტრაციის დირექტორად, ხოლო 2005 წლიდან ადმინისტრაციის უფროს დირექტორად და ორგანიზაციის მმართველი საბჭოს წევრად.

ის იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.

ამჟამად, ბატონი ალექსანდრე არის უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი.