თუ სწავლა გინდა
   




ჯანმრთელობის მეცნიერებისა და
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა


თამარ ლობჟანიძე
სკოლის დირექტორი
IVკორპუსი, ოთახი: 221
ტელ.: 2 55 22 22
ელ.ფოსტა: t.lobjanidze@ug.edu.ge

საქართველოს უნივერსიტეტში 2005 წლიდან ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის უმაღლესი სკოლა, რომლის ფორმირებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ექსპერტებმა. სასწავლო პროგრამა შემუშავდა ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, აშშ-ს სკრენტონის, ცენტრალური ფლორიდის, ნორვეგიის ტრომსოს უნივერსიტეტებთან, განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა ამერიკის ჯანმრთელობის საერთაშორისო კავშირმაც. საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლა უკონკურენტოა თანამედროვე ინფრასტრუქტურით და აკადემიური პროგრამებით, ამასთანავე ინტეგრირებულია საერთაშორისო სამეცნიერო ინსტიტუციებსა და პროგრამებში (AUPHA, EUPHA, ERAZMUS, TEMPUS და სხვა).

ჯანდაცვის სკოლაში გარდა აკადემიური სწავლებისა აქტიურად მიმდინარეობს სამეცნიერო კვლევები ნიუ-იორკისა და ტრომსოს უნივერსიტეტებთან ერთად. ხორციელდება კვლევითი მეთოდოლოგიების სწავლებები, სემინარები, სამეცნიერო კონფერენციები და კვლევები საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში.