თუ სწავლა გინდა
   




ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლა


მაია ამაშუკელი
სკოლის დირექტორი
IVკორპუსი, ოთახი: 334
ტელ.: 2 55 22 22 (374)
ელ.ფოსტა: m.amashukeli@ug.edu.ge

სკოლის მისია

მუდმივად თვალყურს ადევნებდეს, აანალიზებდეს და განჭვრეტდეს ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების ტენდენციებს როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო მასშტაბით.
შექმნას ლიდერები, რომლებიც განახორციელებენ მენეჯმენტს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.
აღზარდოს პროფესიული კადრები ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის მიმართულებით, მისცეს სტუდენტს თანამედროვე და სრულყოფილი ცოდნა და განუვითაროს ეკონომიკური აზროვნების უნარი, რათა მან სწორად შეაფასოს მიმდინარე პროცესები, ალღო აუღოს თანამედროვე ბიზნესს და შეიქმნას წარმატებული პროფესიული კარიერა, რასაც დაეფუძნება როგორც მისი პირადი, ისე ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის კეთილდღეობა.


სკოლის მიზნები

ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლის მიზანია მოახდინოს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარება ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროში, უზრუნველყოს ამ მიმართულებით მოღვაწე მეცნიერთა და მკვლევართა ჯგუფების არსებობა, რომლებიც იმუშავებენ როგორც სახელმწიფოს წინაშე მდგომი ეკონომიკური პრობლემების, ასევე კონკრეტული ბიზნესისთვის საჭირო კვლევების ჩატარებისა და კვალიფიციური კონსულტაციების გაწევის მიმართულებით;
აღზარდოს ამ სფეროში თანამედროვე საერთაშორისო სტრანდარტების შესაბამისი ცოდნის მქონე პროფესიონალები, რომლებიც იქნებიან კონკურენტუნარიანნი მსოფლიო შრომის ბაზარზე და წარმატებით გაართმევენ თავს როგორც კომერციული და არა კომერციული ორგანიზაციების მართვას, ისე ეკონომიკაში, ფინანსებსა და ბიზნესში სახელმწიფო პოლიტიკისა და ბიზნეს სტრატეგიების შემუშავებას;
სტუდენტს განუვითაროს სამეწარმეო უნარი, გამოუმუშავოს მეწარმისთვის საჭირო თვისებები, აღზარდოს თაობა, რომელიც ალღოს აუღებს თანამედროვე ბიზნესს, შეძლებს ეკონომიკური პროცესებისა და საბაზრო ტენდენციების განსაზღვრას, გაანალიზებას, პროგნოზირებას და ამ
ცოდნის საფუძველზე საკუთარი ბიზნეს-საქმიანობის დამოუკიდებლად დაგეგმვას, აწყობასა და წარმართვას.
ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის სკოლის მიზანია, მისი კურსდამთავრებულები იყვნენ ლიდერები თავიანთი საქმიანობის სფეროში და საკუთარი ცოდნითა და შესაძლებლობებით ხელი შეუწყონ ქვეყნის აღმშენებლობას.