თუ სწავლა გინდა
   




კამპუსის დაცვა


საქართველოს   უნივერსიტეტი

 უსაფრთხოების სამსხური

წესრიგის დაცვა და უზრუნველყოფა

 

საქართველოს უნივერსიტეტის თანამშრომლების, სტუდენტებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დაცვას უზრუნველყოფს დაცვისა და უსაფრთხოების სამსხური. რისთვისაც არსებობს შემდეგი მექნიზმები:

  1. ეთიკის დისციპლინარული კოდექსი
  2. სამეთვალყურეო კამერების სისტემა
  3. საშვთა სისტემა
  4. სტუდენტური ბარათების სისტემა
  5. უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზა
  6. დაცვის პოლიციის სასიგნალიზაციო სისტემა

 

  1. ეთიკის დისციპლინარული კოდექსი

უნივერსიტეტში წესრიგის დაცვის ერთ-ერთი მექანიზმია დისციპლინარული კოდექსი, რომელიც ცნობილია დაცვის სამსხურის ყველა თანამშრომლისთვის და რომლითაც ხელმძღვანელობს, სტუდენტების მხრიდან რაიმე დარღვევის აღმოჩენისას და რეაგირებს ამ დარღვევაზე აღნიშნული კოდექსის მიხედვით (დასტურდება სამეთვალყურეო კოდექსით)

 

  1. სამეთვალყურეო კამერების სისტემა

უნივერსიტეტის ყველა კორპუსში დამონტაჟებულია სამეთვალყურეო კამერები,რომელთა საშუალებითაც ხორციელდება უნივერსიტეტის კორპუსებისა და მიმდებარეტერიტორიების კონტროლი (დადასტურება შესაძლებელია აღნიშნული ტექნიკურისაშუალებების შესყდვის დამადასტურებელი საბუთებით და ადგილზე ვიზუალური დათვალიერებით.)

 

  1. საშვთა სისტემა

უნივერსიტეტში წესრიგის დაცვის მიზნით არსებობს საშვთა სისტემა, რითაც კონტროლირდება ვიზიტორების შესვლა-გასვლა უნივერსიტეტის შენობიდან და აღიკვეთებაუცხო პირთა შესვლა უნივერსიტეტში (დასტურდება დაცვის სამსხურის სპეციალურიჟურნალით, რომელშიც ფიქსირდება ვიზიტორების მონაცემები)

 

  1. სტუდენტური ბარათების სისტემა

უნივერსიტეტიში მოქმედებს სტუდენტური ბარათების სისტემა. კოდექსის მიხედვით ყველა სტუდენტი ვალდებულია თან იქონიოს სტუდენტური ბარათი უნივერსიტეტში შესასვლელად.

 

  1. უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზა

უნივერსიტეტში არსებობს მონაცემთა ელექტრონული ბაზა , რომელშიც განთავსებულია თანამშრომლების და სტუდენტების მონაცენები და ფოტოები.

 

  1. დაცვის პოლიციის სასიგნალიზაციო სისტემა

უნივერსიტეტში დამონტაჟებულია დაცვის პოლიციის სასიგნალიზაციო სისტემა და საგანგაშო ღილაკები, რომელთა ამოქმედებისას ადგილზე ცხადდება დაცვის პოლიციის ოპერატიული ჯგუფი გამოძახებიდან 3-4 წუთის განმავლობაში

 

უსაფრთხოეისა და წესრიგის დაცვის მექანიზმების მუშაობა

 

  • ეთიკის დისციპლინარული კოდექსი

სტუდენტის მხრიდან ეთიკის დისციპლინარული კოდექსის დარღვევის შემთხვევაში(ჩხუბი, საუნივერსიტეტო ინვენტარის დაზიანება, წესრიგის დარღვევა, უხამსი საქციელი, ბილწსიტყვობა და სხვა)  დაცვისა და უსაფრთხოების სამსხურის უფროსის მიერ ან დაცვის თანამშრომლის მიერ, რომელმაც აღმოაჩინა დარღვევა, დგება ოქმი, რომელშიც აღწეერილია დარღვევის არსი, დამრღვევის მონაცემები (გვარი, სახელი, სკოლა, კურსი, სტუდენტური ბარათის ნომერი) დამრღვევის ახსნა-განმარტება და სავარაუდოდ გასატარებელი დამსჯელი ღონისძიება. შედგენილი ოქმი გადაეცემა უნივერსიტეტის იურიდიულ სამსახურს, რის შემდეგაც ხდება აღნიშნული შემთხვევის განხილვა დისციპლინარული კომისსი მიერ და შესაბამისი სასჯელის დადგენა  ( დასტურდება უნივერსიტეტში არსებული დისციპლინარული კომისიის მიერ განხილვისას შედგენილი ოქმებით)

 

  • სამეთვალყურეო კამერების სისტემა

უნივერსიტეტში დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერები მუდმივად კონტროლდება დაცვის თანამშროლების მიერ. კონკრეტული დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია გადაეცემა დაცვის სამსხურის იმ თანამშრომელებს, რომელსაც ევალებათ იმ კონკრეტული მორიგეობისას აღნიშნული კორპუსის (ან სართულის) კონტროლი და მათ მიერ ხდება დამრღვევის შეჩერება და შემდეგ ოქმის შედგენა. თუ აღმოჩენილია რამე დაზიანება ან დარღვევა, რომლის დაფიქსირებაც ვერ მოხერხდა იმავე მომენტში, ხდება სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების დათვალიერება, დამრღვევის იდენტიფიცირება და შესაბამისი ზომების გატარება ( დასტურდება სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებით, დარღვევებზე შედგენილი ოქმებით)

 

  • საშვთა სისტემა

იმისათვის, რომ არ მოხდეს უცხო პირთა დაშვება უნივერსიტეტის შენობაში დაცვისა და უსაფრთხოების იმ თანამშრომლების მიერ, რომლებიც იმყოფებიან უნივერსიტეტის შესასვლელებში ხორციელდება ვიზიტორებზე საშვების გამოწერა პირადობის ან მართვის მოწმობის მონაცემების საფუძველზე. საშვზე დაფიქსირებულია:

  1. ვიზიტორის სახელი და გვარი
  2. თანამშრომლის გვარი ან კაბინეტის ნომერი ვისთანაც მიდის აღნიშნული პიროვნება
  3. ვიზიტორის უნივერსიტეტში შემოსვლის თარიღი და დრო

ვიზიტორის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა რჩება დაცვის სამსხურთან მანამ, სანამ პიროვნება უნივერსიტეტის ტერიტორიას არ დატოვებს. უნივერსიტეტიდან გასვლისას ვიზიტორი ტოვებს დაცვის სამსახურტან გამოწერილ საშვს,რომელზედაც დაფიქსირებულია უნივერსიტეტის იმ თანამშრომლის ან მენეჯერის ხელმოწერა ვისთანაც იმყოფებოდა ვიზიტორი და ამის შემდეგ უბრუნდება პირადობის მოწმობა (დასტურდება დაცვისა და უსაფრთხოების სამსხუში არსებული სავიზიტო ჟურნალის ჩანაწერებით).

 

  • სტუდენტური ბარათების სისტემა

უნივერსიტეტის ეთიკის დისციპლინარული კოდექსის მიხედვით ყველა სტუდენტი ვალდებულია უნივერსიტეტში მოსვლისას თან იქონიოს სტუდენტური ბარათი, რომლის მიხედვითაც ხდება მათი დაშვება უნივერსიტეტის კორპუსებში. შემოწმება ხორციელდება დაცვის თანამშრომლების მიერ სტუდენტურ ბარათზე არსებული სტუდენტის ფოტოსურათისა და სხვა მონაცემების მიხედვით ( გვარი, სპეციალობა)

 

  • უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზა

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს მონაცემტა ბაზა, რომლით სარგებლობის საშუალება აქვთ დაცვის სამსახური თანამშრომლებს და სადაც შეიძლება ნახონ თანამშრომლებისა და სტუდენტების სხვადასხვა მონაცემები (გვარი, სახელი, ფოტოსურათი, სპეციალობა) იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს დარაჩა სტუდენტური ბარათი სახლში და მას იმ დრომდე არ მიუღია გაფრთხილება, რომ ვალდებულია ატაროს თან სტუდენტური ბარათი,ხდება მისი იდენტიფიცირება მონაცემთა ბაზის მეშვეობით, რომლის შემდეგაც მას გამოეწერება დროებით საშვი და ამ საშვის საშუალებით შეუძლია უნივერსიტეტში შესვლა. აღნიშნული მოქმედებს გამოცდების დროსაც, როდესაც სტუდენტი ვერ ასწრებს სახლში დავბრუნებას და სტუდენტური ბარათის მოტანას, აგრეთვე სტუდენტური ბარათის დაკარგვისას ვიდრე მას დაუმზადდება ახალი სტუდენტური ბარათი. (დასტურდება არსებული მონაცემთა ბაზით. სტუდენტებზეგაცემული დროებითის საშვებით)

 

  • დაცვის  პოლიციის სასიგნალიზაციო სისტემა

უნივერსიტეტში დამონტაჟებულია დაცვის პოლიციის საგანგაშო ღილაკები, რომელთა ამოქმედების შემთხვევაში უნივერსიტეტში დაუყოვნებლივ იგზავნება დაცვის პოლიციის ოპერატიული ჯგუფი. აღნიშნული სისტემა მოქმედებს 24 საათის განმავლობაში. საგანგაშო ღილაკები განლაგებული დაცვისა და უსაფრთხოების სამსხურის ოთახებში. არსებობს აგრეთვე „პორტატული ღილაკები“ ელექტრონული მოწყობილობები, რომლის ტარებაც თან შეუძლიათ დაცვის სამსხურის თანამშრომლებს და მათი გამოყენება შეიძლება უნივერსიტეტის კორპუსების ნებისმიერი ადგილიდან ეს მოხდება მაშინ, თუ შეუძლებელი იქნება დაცვის ოთახამდე მისვლა. ( დასტურდება დაცვის პოლიციასა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით და დაცვის სამსხურის ოთახებში დამონტაჟებული აპარატურით)

 

კონფლიქტური და განსაკუთრებული სიტუაციები - პრევენცია და რეაგირება

 

  1. კონფლიქტური სიტუაციის წარმოქმნა
  • უნივერსიტეტის ტერიტორიაზე უცხო პირების უნბართვოდ შეღწევის მცდელობა.
  • კონფლიქტი სტუდენტებს შორის ( ფიზიკური).
  • ჯგუფური დაპირისპირება სტუდენტებს შორის.
  • კონფლიქტი სტუდენტსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელს შორის.
  • სტუდენტების მხრიდან საპროტესტო აქციების ან მსგავსი აქტების გამართვა უნივერსიტეტის ტერიტორიაზე.

 

  1. წესრიგის დარღვევა.
  • ლექციების მსვლელობისთვის და უნიბერსიტეტის თანმშრომლების მუშაობისათვის  ხელის შეშლა (დერეფნებში და რეკრეაციულ ზონებში ხმაური,სიმღერა)
  • სიგარეტის მოწევა უნივერსიტეტის შენობაში.
  • ბანქოს თამაში უნივერსიტეტის შენობაში, ტერიტორიაზე.
  • შენობისა და საუნივერსიტეტო ინვენტარის დაზიანება.
  • საუნივერსიტეტო ინვენტარის თვითნებური გადაადგილება.
  • სამეთვალყურეო კამერების ხედვის მიმართულების შეცვლა.
  • უნივერსიტეტში  ცეცხლსასროლი(გაზის), პნევმატური და ცივი იარაღის შეტანა.
  • უნივერსიტეტის ტერიტორიაზე უცხო პირების შემოყვანა ან შემოყვანის მცდელობა.

 

  1. საგანგებო სიტუაციები.
  • ხანძარი
  • ტერორისტული შეტევა, მუქარა.
  • ბუნებრივი კატაკლიზმები

 

კონფლიქტური სიტუაციის წარმოქმნა

  1. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე უცხო პირების უნებართვოდ შეღწევის მცდელობა.

პრევენცია: უსაფრთხოების სამსახურის მიერ უნივერსიტეტის ტერიტორიის პერიმეტრის  და ცნტრალური შესასვლელიდან შემსვლელების კონტროლი სტუდენტური ბარათების და პირადობის მოწმობების საშუალებით.

რეაგირება: თუ უცხო პირი, ან პირები შეეცდებიან მოტყუებით (სხვისი სტუდენტური ბარათის გამოყენებით ან ცრუ მიზეზით) უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი რაციით იძახებს სხვა სამორიგეო წერტილებზე მყოფ თანამშრომლებს, რათა არ დაიშვას უცხო პირი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე. თუ დამრღვევი ცდილობს ტერიტორიაზე შეჭრას ძალით, პირველად ხდება საგანგაშო ღილაკით დაცვის პოლიციის გამოძახება, შემდეგ კი რაციით ხდება დაცვის მთლიანი შემადგენლობის მობილიზაცია დარღვევის ადგილას. (გარდა იმ თანამშრომლისა, რომელიც იმყოფება სამეთვალყურეო კამერებთან)

 

  1. კონფლიქტი სტუდენტებს შორის

რეაგირება: სტუდენტებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, ან ამ დაპირისპირების შენიშვნისთანავე სამეთვალყურეო კამერებით, ხდება უსაფრთხოების სამსხურის თანამშრომლების თავმოყრა კონფლიქტის ადგილზე რაციებზე შეტყობინების საშუალებით, რის შემდეგაც ისინი დგებიან დაპირისპირებულ მხარეებს შორის და აღარ უშვებენ ერთმანეთთან, ამასტანავე მოუწოდებენ სიმშვიდისაკენ და აფრთხილებენ, რომ უნივერსიტეტის ღირსების კოდექსის მსგავსი დარღვევისთვის მათ მიმართ გამოყენებული იქნება მკაცრი სანქციები. დამორჩილების შემთხვევაში, მოჩხუბარი პირები გაჰყავთ უნივერსიტეტიდან ცალკ-ცალკე და ატოვებინებენ უნივერსიტეტის ტერიტორიას. არ დამორჩილების წინააღმდეგობის გაწევის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევაში ხდება პოლიციის გამოძახება.

 

  1. ჯგუფური დაპირისპირება სტუდენტებს შორის.

პრევენცია: აღნიშნული კონფლიქტის პრევენცია შესაძლებელია, თუ წინასწარ არსებობს ინფორმაცია შესაძლებელი დაპირისპირების შესახებ, ან თუ დაპირისპირება იწყება ორ ან რამდენიმე პირს შორის და მათი გაშველება მოხდება დასაწყისშივე, სანამ მოხდება სტუდენტთა ჯგუფის ჩარევა ჩხუბში.

რეაგირება: თავიდანვე ხდება დაცვის პოლიციის გამოძახება, შენდეგ უსაფრთხიოების სამსახურის მობილიზება დაპირისპირების ადგილზე. ქმედება იგივეა რაც ორი  ადამიანის დაპირისპირებისას, ანუ კონფლიქტში აქტიურად მონაწილე მხარეების დაშორება. დაშვებულია შესაძლებლობის და აუცილებლობის ფარგლებში უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან შებოჭვითი ან თავდაცვით ილეთების გამოყენება, აუცილებელია გაშველებისას გავაგებინოთ მოჩხუბარ მხარეებს, რომ უკვე გამოძახებულია პოლიცია. თუ დაპირისპირებულთა ჯგუფი დიდია, სასურველია რუპორის გამოყენება.

 

  1. კონფლიქტი სტუდენტსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელს შორის.

რეაგირება: მსგავსი კონფლიქტის წარმოშობის შემთხვევაში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია არ დაუშვას კონფლიქტის გამწვავება, ჩამოიყვანოს დამრღვევი უსაფრთხოების სამსახურის ოთახში , გამოიკითხოს მომხდარის მიზეზები მისგან, ინფორმაცია მიიღოს ადმინისტრაციის წევრისგან (გამოიყენოს სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები) რის შემდეგაც დგება ოქმი აღნიშნულ დარღვევაზე, რომელიც გადაეცემა იურიდიულ სამსახურს.

 

  1. სტუდენტების მხრიდან საპროტესტო აქციების ან მსგავსი აქტების გამართვა უნივერსიტეტის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

რეაგირება:  აღნიშნული სიტუაციისას უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია არ დაუშვას აქციის გადანაცვლება შენობაში, რისთვისაც კონტროლდება ნივერსიტეტში შესასვლელი კარები, აგრეთვე სახანძრო კიბეები. მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის შემტხვევაში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მობილიზდებიან უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შესასვლელთან რათა არ დაუშვან აქციის მონაწილეების შეჭრა ტერიტორიაზე. ტერიტორიაზე შეღწევის მცდელობისას, ან თუ აქციის მონაწილეები ხელს უშლიან სასწავლო პროცესს ხდება პოლიციის გამოძახება. თუ მსგავსი აქციები მიიღებს პერმანენტულ ხასიათს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებ გადადიან განსაკუთრებულ სამუშაო რეჟიმში.

 

წესრიგის დარღვევა.

  1. ლექციების მსვლელობისთვის და უნიბერსიტეტის თანმშრომლების მუშაობისათვის  ხელის შეშლა (დერეფნებში და რეკრეაციულ ზონებში ხმაური,სიმღერა)

პრევენცია: პრევენცია შესაძლებელია უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ შემოვლების განხორციელებით შენობაში ან სართულებზე და რეკრეაციულ ზონებში მორიგეობით.

რეაგირება: დარღვევის აღმოჩენისთანავე დგება შესაბამისი ოქმი, რომელიც გადაეცემა იურიდიულ სამსახურს.

 

  1. სიგარეტის მოწევა უნივერსიტეტის შენობაში.

რეაგირება:  ოქმის შედგენა

 

  1. ბანქოს თამაში უნივერსიტეტის შენობაში, ტერიტორიაზე.

რეაგირება: ოქმის შედგენა

 

  1. შენობისა და საუნივერსიტეტო ინვენტარის დაზიანება.

რეაგირება:  დაზიანების დროისა და დამზიანებლის ვინაობის დადგენა სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების საშუალებით. ოქმის შედგენა და გადაცემა იურიდიული სამსახურისთვის. მატერიალური რესურსების სამსახურისთვის დაზიანების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

 

  1. საუნივერსიტეტო ინვენტარის თვითნებური გადაადგილება.

რეაგირება:  სიტყვიერი გაფრთხილება

 

  1. სამეთვალყურეო კამერების ხედვის მიმართულების შეცვლა.

რეაგირება: სიტყვიერი გაფრთხილება

 

  1. უნივერსიტეტში ცეცხლსასროლი(გაზის), პნევმატური და ცივი იარაღის შეტანა.

რეაგირება: ცივი იარაღის შემჩნევისას უსაფრთხოების სამსახურის თანამსრომლები მიდიან დამრღვევთან და მოსთხოვენ მას აღნიშნული იარაღის მათთვის გადაცემას ან უნივერსიტეტის ტერიტორიის დატოვებას. დაუმორჩილებლობის შეთხვევაში ხდება პოლიციის გამოძახება. ცეცხლსასროლი იარაღის შემჩნევისას ხდება პოლიციის გამოძახება.

 

  1. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე უცხო პირების შემოყვანა ან შემოყვანის მცდელობა.

პრევენცია: უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შემომსვლელთა მაქსიმალური ყურადღებით კონტროლი.

რეაგირება:  სიტყვიერი გაფრთხილება.

 

საგანგებო სიტუაციები.

  1. ხანძარი

პრევენცია: ხანძრის პრევენციის მიზნით, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ ხორციელდება რეგულარული  შემოვლები და შენობის დათვალიერება მთელი დღის განმავლობაში. იკრზალება თამბაქოს მოხმარება შენობაში, რათა არ მოხდეს ნამწვისგან შემთხვევით ხანძრის გაჩენა. კონტროლი აგრეთვე ხორციედება ხანძარსაწინაღმდეგო სისტემის საშუალებით. ხდება კაბინეტებისა და აუდიტორიების დათვალიერება შენობის დაკეტვის შემდეგ, რათა გამოირიცხოს ელექტრონული მოწყობილობების ან გამათბობლებს დარჩენის შესაძლებლობა. ხანძრის შესახებ ინფორმაციის მიღებისას, ან მისი დაფიქსირებისას ხანძარსაწუნააღმდეგო სისტემის მიერ, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები: 1) სასწრაფოდ აცხადებენ სახანძრო განგაშს რაციებით და ადიან აღნიშნულ სართულზე, რათა დაადგინონ არის თუ არა ინფორმაცია მართალი და არსებობს თუ არა ხანძრის კერა, ან მისი წარმოშობის საშიშროება. 2) ხანძრის კერის აღმოჩენისთანავე ხდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გამოძახება. 3) შესძლებლობის შემთხვევაში იყენებენ ცეცხლმაქრებს. 3) განლაგდებიან მათზე მიმაგრებულ სართულებზე და ორგანიზებას უწევენ სტუდენტებისა და პერსონალის ევაკუაციას.

 

  1. ტერორისტული შეტევა, მუქარა.

რეაგირება: შენობაში არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ტელეფონით ან წერილით მიღებული მუქარის შემთხვევაში, ან საეჭვო შეგთავსის ყუთის ან საგნის აღმოჩენის შმთხვევაში დაუყოვნებლივ ხდება პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვისსამსახურის გამოძეხება, აგრეთვე დაცვის პოლიციის, რათა მათი დახმარებით დამატებითი ძალებით გადაკეტილი იქნას პერიმეტრი. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები განლაგდებიან სართულებზე და იწყებენ შენობიდან ხალხის ევაკუაციას.

 

  1. ბუნებრივი კატაკლიზმები

რეაგირება: ძლიერი ქარის ან ქარბორბალის შემთხვევაში, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ახდენენ საერთო შემოვლას, რათა ჩაკეტილი იქნას ყველა ფანჯარა და კარები და გამოირიცხოს შენობაში ორპირი ქარის არსებობა, რამაც შეიძლება ფანჯრებს და შუშის მსხვრევა გამოიწვიოს. მიწისძვრის შემთხვევაში, მოვუწოდებთ სტუდენტებს და პერსონალს (რადიოშეტყობინების საშუალებით) მოშორდნენ ფანჯრებსა და კარადებს და სანამ არ შეწყდება რხევები არ ისარგებლონ შენობის კიბეებითა და ლიფტით. ევაკუაცია განხორციელდება სახანძრო კიბეებით.