პასუხი მთავარ კითხვაზე
   




მისია, ხედვა


უნივერსიტეტის მისიაა ცოდნის საზღვრების გაფართოვება და პიროვნების განათლება, რაც პატიოსნებასა და შრომაზე დაფუძნებული პროფესიული საქმიანობითა თუ მეცნიერული მიღწევებით განაპირობებს საზოგადოების ჯანსაღ, ჰუმანურ და დემოკრატიულ განვითარებას სახელმწიფოსა და ზოგადად, კაცობრიობის საკეთილდღეოდ.


ხედვა:


- გახდეს და შეინარჩუნოს ყველაზე დიდი და მოთხოვნადი კერძო უნივერსიტეტის სტატუსი რეგიონში.
- გახდეს ყველაზე ინოვაციური უნივერსიტეტი: როგორც სასწავლებელი, კვლევითი დაწესებულება, ბიზნეს-ორგანიზაცია.
- შეიტანოს მნიშვნელოვანი წვლილი კავკასიის რეგიონისა და მის ფარგლებს გარეთ საზოგადოებრივ-ეკონომიკურ განვითარებაში.


სტრატეგიული გრძელვადიანი ხედვა:


საქართველოს უნივერსიტეტის სტრატეგიული გრძელვადიანი მიაზნი არის გახდეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მძლავრი უნივერსიტეტი რეგიონში. აკადემიურმა, პროფესიულმა და სასერტიფიკატო პროგრამებმა, ყველა ასაკის სტუდენტს მისცეს საშუალება ისწავლოს, როგორ გახდეს გარკვეული სფეროს ექსპერტი, როგორ გადაჭრას მის წინაშე მდგომი პრობლემები და გამოიყენოს შესაძლებლობები. შეიქმნას ისეთი საუნივერსიტეტო გარემო, რომელიც სტუდენტს მისცემს თვითრეალიზების საშუალებას, ჩამოუყალიბებს სამოქალაქო აზროვნებას და გაზრდის ისეთ პროფესიონალებს, რომლებიც მეცნიერულ თუ პროფესიულ ცოდნასა და უნარებს კაცობრიობის საკეთილდღეოდ წარმართავენ.

საქართველოს უნივერსიტეტის სახელის ქვეაზრი არის "საქართველოს მთავარი უნივერსიტეტი" და მისი სტრატეგიული სლოგანია: "ისწავლე მომავლისთვის".


ღირებულებები:


  1. კეთილსინდისიერება;
  2. პიროვნების პატივისცემა;
  3. კოოპერაცია და სოლიდარობა;
  4. განვითარებისკენ სწრაფვა;
  5. პასუხისმგებლობა.

სტრატეგიული განვითარების გრძელვადიანი (2014-2020 წწ) სამოქმედო გეგმა

სტრატეგიული განვითარების მოკლევადიანი (2014-2015 წწ) სამოქმედო გეგმა