პასუხი მთავარ კითხვაზე
   




მობილობა


2017 წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის პროცესი


 

მობილობის ვადები

  
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით განისაზღვრა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის:

 

  1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით ჩასარიცხ სტუდენტთა ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 2017 წლის 10 იანვრიდან 16 იანვრის ჩათვლით.
  2. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების (თანდართული ელექტრონული ფორმით) ცენტრში წარდგენის ვადა - 2017 წლის 7 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით.

 

სტუდენტების რეგისტრაციის ვადები:

 

  1. სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისა ვადა - 2017 წლის 20 იანვრის 12:00 სთ-დან 2 თებერვლის 18:00 სთ-მდე.
  2. სტუდენტთა მიერ მობილობის საფასურის გადახდის ვადა - 2017 წლის 20 იანვრის 10:00 სთ-დან 2 თებერვლის 18:00 სთ-მდე.
  3. ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადა - 2017 წლის 7 თებერვალი.

 

მობილობის შედეგები:

 

მობილობის შედეგები გამოქვეყნდება 2017 წლის 7 თებერვალი.

ბრძანება 02/17