თუ სწავლა გინდა
   




საცხოვრებელი


საქართველოს უნივერსიტეტი საერთაშორისო და ადგილობრივ სტუდენტებს სთავაზობს სტუდენტურ საერთო საცხოვრებლს, რომლის მშენებლობა და კეთილმოწყობა სულ ახლახანს დასრულდა.

საერთო საცხოვრებელი მოიცავს საძინებელ ოთახებს,  ინდივიდუალურ სველ წერტილებსა და სამზარეულოებს, ასევე საერთო დასასვენებელ/გასართობ ფართს.  საცხოვრებელში განთავსებულია სამრეცხაო ოთახიც,  შესაბამისი საშრობი აპარატურით.

სტუდენტური საერთო საცხოვრებელი აღჭურვილია საყოფაცხოვრებო მსხვილი ტექნიკით, როგორიცაა: ტელევიზორი, მაცივარი და სარეცხი მანქანა.  ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფილია უსაფრთხოების ნორმებით, 24 საათიანი დაცვით, საერთო ფართის დასუფთავებითა და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებით.

საერთო საცხოვრებლის მენეჯმენტს უზრუნველყოფს უნივერსიტეტი.

საერთო საცხოვრებლის ფასი არის 100 დოლარი ადამიანზე , რომელიც მოიცავს ოთახზე თვეში 50 ლარის ოდენობის კომუნალურ გადასახადსა და დასუფთავებას.

სტუდენტური საცხოვრებელი მდებარეობს ქ. თბილისში, გლდანის მე-5 მკ.რ-ში, ლიბერთი ბანკის მიმდებარედ, სატრანსპორტო საშუალებებთან ძალიან ახლოს: ავტობუსი, სამარშრუტო ტაქსი და მეტრო ახმეტელი. 

საერთო საცხოვრებელში ცხოვრების მსურველს შეეძლება წინასწარ დაათვალიეროს საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად და ადგილის დაჯავშნის მიზნით, გთხოვთ დარეკოთ უნივერსიტეტის ცხელ ხაზზე, ნომერზე 2 55 2222 (*5522).