პასუხი მთავარ კითხვაზე
   




გახდი მასწავლებელი


მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი აკრედიტებული პროგრამა

 

საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლაში ამოქმედდა მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი აკრედიტებული პროგრამა, რომლის მიზანია პროფესიონალი მასწავლებლის  მომზადება წარმატებული პედაგოგიური კარიერისათვის.  კურსდამთავრებულს შეეძლება სკოლებში მიმდინარე პროცესთა ადეკვატური გაგება/ანალიზი და  დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღება და განხორციელება ყოველდღიურ სასწავლო-აღმზრდელობით საქმიანობაში.

პროგრამის განსაკუთრებულ თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ იგი  აძლევს მომავალ მასწავლებელს ლიდერობისათვის საჭირო იმ ცოდნასა და უნარებს ( კლასის მართვა, კვლევები განათლებაში-აქტუალური კვლევები სკოლაში, ინკლუზიური განათლების საფუძვლები,  განათლების და ასაკობრივი ფსიქოლოგია, სწავლების მეთოდიკა და კონკრეტული საგნის სწავლების მეთოდიკა და სხვა), რომელიც მნიშვნელოვანია სასწავლო გარემოსა და პროცესის  როგორც გუნდური  ისე ინდივიდუალური  მართვისა და,  ზოგადად, სასკოლი განათლების  მართვის პროცესში გააზრებული მონაწილეობისათვის. პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული ცოდნა და გამოცდილება მყარ საფუძველს შექმნის კურსდამთავრებულის  წარმატებული საგანმანათლებლო საქმიანობისთვის  უფროსი მასწავლებლის პოზიციაზე.

 მასწავლებლის მომზადება ხდება შემდეგი საგნობრივი მიმართულებით:

  • ინგლისური ენის მასწავლებელი;
  • ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • ისტორიის მასწავლებელი;
  • ფიზიკის მასწავლებელი;
  • მათემატიკის მასწავლებელი;
  • საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი.

მისაღები ადგილების რაოდენობა- 50

პროგრამის ღირებულება- 2250 ლარი.

                                                            პროგრამის ძირითადი საგნები

 

 

კოდი

საგანი

კრედიტი

სემესტრი

EDUC3111

განათლების ისტორია და ფილოსოფია

3

1

PSYC3111

განათლების ფსიქოლოგია

6

1

EDUC3145

ინკლუზიური განათლების საფუძვლები

6

1

INFO3111

ინფორმაციული ტექნოლოგიები სასკოლო განათლებაში

6

1

EDUC3130

სწავლების მეთოდიკა

6

1

PSYC4111

ასაკობრივი ფსიქოლოგია

6

2

EDUC3140

კვლევები განათლებაში - აქტუალური კვლევები სკოლაში

3

2

EDUC4130

კლასის მართვა

6

2

EDUC4212

პედაგოგიური პრაქტიკა სკოლაში

12

2

 

 

კრედიტების ჯამი:


54

 

                                                      პროგრამის ასარჩევი საგნები

 

 

კოდი

საგანი

კრედიტი

სემესტრი

ENGL4135

ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკა

6

2

HIST4135

ისტორიის სწავლების მეთოდიკა

6

2

MATH4120

მათემატიკის სწავლების მეთოდიკა

6

2

INFO4330

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლების მეთოდიკა

6

2

PHYS4220

ფიზიკის სწავლების მეთოდიკა

6

2

KART4137

ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა.

6

2