პასუხი მთავარ კითხვაზე
   




2016 წლის ყველაზე იღბლიანი აბიტურიენტი


წელს 18 თებერვალს, საქართველოს უნივერსიტეტმა განათლების საერთაშორისო გამოფენაზე გრანდიოზული პრიზი -  4 წლიანი  უფასო  სწავლება გაათამაშა აბიტურიენტებისთვის.

მონაწილეობა ასობით აბიტურიენტმა მიიღო, თუმცა მათ შორის ყველაზე იღბლიანი ოთო ოსეფაშვილი აღმოჩნდა.

გთავაზობთ ინტერვიუს ოთოსთან.

გაიხსენეთ ის ემოცია, რომელიც განიცადეთ  გამარჯვების დროს?

ეს იყო უბედნიერესი დღე ჩემს ცხოვრებაში. ვარ აბიტურიენტი და მეგობრებმა შემომთავაზეს, წავსულიყავით ექსპო ჯორჯიაში უნივერსიტეტების გასაცნობად. არასოდეს არაფერი მომიგია, როგორც კი შევედი, დავინახე, ძალიან ბევრი ხალხი ირეოდა საქართველოს უნივერსიტეტთან. მისმა წარმომადგენლებმა ჩვენ შემოგვთავაზეს მონაწილეობის მიღება გათამაშებაში, რომელიც მიჰყავდა გიორგი ვარდოსანიძეს.

ჯერ მივიდნენ ჩემი მეგობრები, უიღბლოდ გამოსვლის შემდეგ მთხოვეს, რომ მეც მეცადა. მივედი დოლურასთან, ამოვიღე გათამაშების ბილეთი, რომელზეც ეწერა "გამარჯვებული". ჩემს ემოციას ისიც ამძაფრებდა, რომ არ ვიცოდი რა მქონდა მოგებული.

ყველა მილოცავდა გამარჯვებას, მაგრამ ჯერ პრიზი არ ვიცოდი, რა იყო. მე მოვიგე სრული საბაკალავრო დაფინანსება, რამაც ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. ეს უსაზღვრო ბედნიერება იყო. ამ გამარჯვებამ მომცა შანსი, ვისწავლო ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში სრულიად უფასოდ და მივიღო უმაღლესი განათლება.

 

რომელი ფაკულტეტი აირჩიეთ?

სურვილი მაქვს მოვხვდე საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტზე, რადგან მომწონს, როდესაც ჩემ ირგვლივ მყოფთ ვაინტერესებ იმით, რაც მომწონს და ვცდილობ, ჩემი აზრი და შეხედულებები სხვებისთვის მნიშვნელოვანი გავხადო. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს პროფესია შემეფერება და აქ საკუთარ თავს ვიპოვი. დიდი მადლობა საქართველოს უნივერსიტეტს ასეთი კარგი იდეისთვის,  იმისათვის, რომ ცდილობს, ახალგაზრდებს მოგვცეს სტიმული განათლების მისაღებად და გვეხმარება ჩვენი მომავლის უკეთესად წარმართვაში.