თუ სწავლა გინდა
   




საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამა


ახალი სამაგისტრო პროგრამის შესახებ

საქართველოს უნივერსიტეტში, ქართველი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის, შეიქმნა ახალი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა. პროგრამა ფოკუსირებულია საერთაშორისო ბიზნეს სამართალზე და მისი ხანგრძლივობა შეადგენს ორ წელიწადს, სადაც სტუდენტები, სამი სემესტრის განმავლობაში გაივლიან პროგრამის შეთავაზებულ საგნებს, ხოლო ერთი სემესტრი სამაგისტრო ნაშრომზე სამუშაოდაა გათვალისწინებული. პროგრამის უნიკალურობა მდგომარეობს საერთაშორისო ბიზნეს სამართალზე ფოკუსირებაში, იმ ფაქტში, რომ ის მთლიანად ინგლისურ ენაზეა და ასევე, მის ძლიერ, სამართლებრივი კვლევის და წერის, სასწავლო პროგრამაში.

ჩვენი ლექტორების უმრავლესობას (დაახლოებით ¾) უმაღლესი განათლება მიღებული აქვს აშშ-ში, კანადაში, ბრიტანეთსა და დასავლეთ ევროპაში. ჩვენ შევიმუშავეთ ამ ქვეყნებისთვის დამახასიათებელი სწავლის მეთოდები, აქცენტი გაკეთდება ინტერაქტიულ ლექციებზე, სადაც სტუდენტები აქტიურაც იქნებიან ჩართულები, ასევე კონკრეტული შემთხვევების შესწავლის მეთოდზე, რაც მოიცავს სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზს.

სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთი ძირითად ელემენტს წარმოადგენს სამართლებრივი კვლევა და წერილობითი სასწავლო გეგმა. სტუდენტებმა, სამი სემესტრის განმავლობაში, უნდა გაიარონ შემდეგი საგნები: სამართლებრივი წერა, აკადემიური წერა და იმიტირებული პროცესი. ყველა სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას იმიტირებული პროცესის მკაცრ შეჯიბრში, რომელიც მოიცავს სამართლებრივ კვლევას, სარცელისა და შესაგებლის შედგენას და შემდეგ ზეპირ ადვოკატირებას კლიენტის პოზიციის დასაცავად. რამდენიმე სტუდენტი მონაწილეობას მიიღებს იმიტირებული პროცესის საერთაშორისო შეჯიბრებებში, ხოლო დანარჩენები - შიდა კონკურსში.

პროგრამის მიზნები:

პროგრამის ძირიტად მიზანს წარმოადგენს კონკურენტუნარიანი და მაღალკვალიფიციური იურისტების ჩამოყალიბება, რომლებსაც ექნებათ, საერთაშორისო და ადგილობრივი შრომის ბაზარზე ასპარეზობისთვის, საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები. საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს ექნებათ სამართლებრივი კვლევების დამოუკიდებლად ჩატარებისა და კრეატიული აზროვნების უნარი, ასევე მიიღებენ,  საერთაშორისო ბიზნეს სამართლის პრინციპებისა და თეორიის ღრმა და სისტემურ ცოდნას. პროგრამა ხელმისაწვდომი იქნება, როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო სტუდენტებისთვის და იქნება მთლიანად ინგლისურ ენაზე (ყველა ლექცია და ყველა სასწავლო მასალა იქნება ინგლისურად), შესაბამისად, კურსდამთავრებულებს, სამართლებრივი ინგლისური მაღალ დონეზე ეცოდინებათ.პროგრამის დარულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ მუშაობა დაიწყონ იურისტის პოზიციაზე, სადაც მოთხოვნა მაგისტრის ხარისხია და არ დასჭირდებათ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება. კურსდამთავრებულებს ასევე ექნებათ საჭირო კვლევების ჩატარების უნარი და შესაძლებლობა სწავლა გააგრძელონ დოქტურანტურის საფეხურზე.