პასუხი მთავარ კითხვაზე
   




ინოვაციებისა და მეწარმეობის პირველი საერთაშორისო ცენტრი საქართველოს უნივერსიტეტში


საქართველოს უნივერსიტეტში, ინოვაციებისა და მეწარმეობის პირველი საერთაშორისო ცენტრი საქართველოში - IHUB Tbilisi  ფუნქციონირებს.  ცენტრი აერთიანებს თანამედროვე პლატფორმასა და ქოვორქინგს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში ტექნოლოგიური და ინოვაციური ბიზნესის განვითარებასა და შემდგომში მსოფლიოს მასშტაბით ინტეგრაციას.

ცენტრი საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს და ახალგაზრდებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას შეიძინონ ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები და რესურსები.  ცენტრის მიზანია განავითაროს საქართველოს ინოვაციური მეწარმეობის ეკოსისტემა და ხელი შეუწყოს კონკურენტიანი პროექტების შექმნას მსოფლიო მასშტაბით.

IHUB Tbilis - ის რეზიდენტები იღებენ პროდუქტის ჩაშვებისთვის საჭირო მხარდაჭერას, მენტორის ინდივიდუალურ კონსულტაციას, სასწავლო, ბიზნეს განათლებასა და Networking-ს.  გარდა ამისა მათ აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, დაამყარონ კომუნიკაცია  სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორებთან.

აღსანიშნავია, რომ IHUB - ი შეიქმნა საერთაშორისო ორგანიზაცია Seed Forum Foundation-ის ინიციატივით 2012 წელს.  პროექტი ამუშავდა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნორვეგიის სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.