თუ სწავლა გინდა
   




ლაბორატორიები


ფიზიკის ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიული დანადგარებით (Pasco, National Instruments). მათ გარდა შექმნილია უნიკალური ლაბორატორიული დანადგარები, რომლებიც იმართება LabView-ს მეშვეობით. ინჟინერიის ლაბორატორიაში სტუდენტებს საშუალება აქვთ შეისწავლონ ინჟინერიის საფუძვლები და, ზოგადად ფიზიკის კანონები, უშუალოდ ცდებზე დაკვირვებით. ლაბორატორია მოიცავს მექანიკის, ელექტროობისა და მაგნეტიზმის, ოპტიკისა და რადიოტექნიკის ამოცანებს. ლაბორატორიაში სტუდენტებს შეუძლიათ თავად შეიმუშაონ და შექმნან საკუთარი იდეების მიხედვით დანადგარები და LabView-ს მეშვეობით მოახდინონ ამ დანადგარების პროგრამული მართვა. 

უნივერსიტეტი აღჭურვილია CISCO-ს ლაბორატორიით და მინიჭებული აქვს  CCNA და CCNP სერთიფიკატების გაცემის უფლება. უნივერსიტეტის შესაბამისი სასწავლო კურსი ინტეგრირებულია ამ პროგრამასთან და მისი დამთავრება სტუდენტებს ხელს უწყობს სხვადასხვა მოდულების წარმატებით დაძლევაში, CISCO-ს სასერთიფიკატო გამოცდის წარმატებით გადალახვაში და CCNA-სერთიფიკატის მოპოვებაში. 

სტომატოლოგიური სიმულაციური და პრაქტიკული ლაბორატორია წარმოადგეგნს მულტიპროფილურ სტომატოლოგიურ სიმულაციურ პრაქტიკულ ლაბორატორიას, სადაც გამოყენებულია პრაქტიკული უნარების გამომუშავებისა და განვითარებისათვის სწავლების თანამედროვე მეთოდები.  სტუდენტები სპეციალიზირებულ მანეკენებზე უშუალოდ ეცნობიან სტომატოლოგიური მომსახურეობის ყველა მნიშვნელოვან ასპექტს, მუშაობენ მრავალფუნქციური სტომატოლოგიურ მაგიდებთან და მოწყობილობებთან, რაც  საშუალებას აძლევთ მიიღონ პრაქტიკული უნარები ისეთ კერძო მიმართულებებში, როგორიცაა: თერაპიული, ორთოპედიული, ქირურგიული და ორთოდონტიული სტომატოლოგია.

აღნიშნული ლაბორატორია ფორმირებულია ტრომსოს უნივერსიტეტის გამოცდილების მაგალითზე და  რეგიონში საუკეთესოა.

 

ანატომია, ბიოქიმია და მიკრობიოლოგიის ლაბორატორიები აღჭურვილია სასწავლო თემატიკისთვის  საჭირო ყველა მანეკენითა და ფანტომით, ასევე ოპტიკური და ცდებისთვის აუცილებელი რეაქტივებით, ნიადაგებით, ინსტრუმენტებით, აპარატურით  რაც აუცილებელია  პროცესებისა და სურათების ცოცხალი წარმოდგენისა და გააზრებისათვის. 

ენების  სწავლების ლაბორატორია -  გათვლილია ერთდროულად 150 სტუდენტის მუშაობაზე;  აღჭურვილია ენის სწავლების თანამედროვე  კომპიუტერული  პროგრამებით და ემსახურება როგორც ინგლისური, ისე აღმოსავლური ენების  ფლობის კომპეტენციის ამაღლებას სპეციალურად შემუშავებული ენობრივი პროგრამების გამოყენებით.