თუ სწავლა გინდა
   




გაცვლითი პროგრამები და
სტიპენდიები


საქართველოს უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის გაცვლით პროგრამებს ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებში.

უნივერსიტეტი 2013 წლიდან ჩართულია ერაზმუს მუნდუსის გაცვლით პროგრამაში. Erasmus Mundus არის თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამა უმაღლესი განათლების სფეროში, რომელიც მიმართულია ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისკენ და ხელს უწყობს დიალოგსა და ურთიერთგაგებას ხალხსა და კულტურებს შორის მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის საფუძველზე.პროგრამა გულისხმობს ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტების, პოსტ-დოქტორანტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროპული ქვეყნების სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

2015 წლიდან, საქართველოს უნივერსიტეტში ამოქმედდა Erasmus+ პროგრამა. Erasmus+ არის ევროკავშირის საგრანტო პროგრამა, რომელიც განახორციელებს პროექტებს განათლების, ტრენინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით 2014-2020 წლებში.

Erasmus+ პროგრამის მიზანია განათლების მოდერნიზება, ცოდნის და დასაქმების დონის ამაღლება, ასევე ტრეინინგები და ახალგაზრდებთან მუშაობა.

იხილეთ დამატებითი ინფორმაცია: http://ec.europa.eu/programmes/erasmus-plus/

გარდა ამისა, ინდივიდუალური თანამშრომლობის საფუძველზე სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ მობილობა განახორციელონ ევროპულ და ამერიკულ პარტნიორ უნივერსიტეტებში ერთი ან ორი  სემესტრით.  პარტნიორი უნივერსიტეტების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია ბმულზე:  https://www.ug.edu.ge/page/full/57

საქართვლოს უნივერსიტეტმა გააფორმა მემორანდუმები თურქულ უნივერსიტეტებთან მევლანას გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. დეტალური ინფორმაცია მევლანას გაცვლითი პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე: http://mevlana-en.nku.edu.tr/ )

მეტი ინფორმაციისათვის გაცვლითი პროგრამების შესახებ, გთხოვთ დაუკავშირდეთ საერთაშორისო სტუდენტების და საერთასორისო ურთიერთობების სამსახურს:

 

გიორგი იმედაშვილი

სამსახურის უფროსი

g.imedashvili@ug.edu.ge

+995 591 54 36 69

 

იზაბელა ხუნძაყიშვილი

საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების მენეჯერი

Izabela.kh@ug.edu.ge

+995 591 54 36 60