პასუხი მთავარ კითხვაზე
   




აბიტურიენტებისთვის


საქართველოს უნივერსიტეტი უმაღლესი რანგის განათლებისა და აქტიური, სრულფასოვანი სტუდენტური ცხოვრების ცენტრია.  ის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია, რომლის მიზანი თითოეული სტუდენტის პიროვნული განვითარება და მისი მაღალი დონის პროფესიონალად ჩამოყალიბებაა.

დღეს საქართველოს უნივერსიტეტი სტუდენტებს საუკეთესო პირობებს უქმნის, რათა ისინი ხარისხიან განათლებას და პრაქტიკულ უნარებს დაეუფლონ. ამ ცოდნისა და უნარების შეძენის შედეგად სტუდენტს  გარანტირებული აქვს წარმატებული კარიერა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო შრომით ბაზარზე.

საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ლაღად და მყარად გრძნობენ თავს თანამედროვე კონკურენტულ გარემოში. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, კურსდამთავრებულთა 90% დასაქმებულია!

 

თუ გსურთ:

ისწავლოთ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში და მოიპოვოთ წონადი დიპლომი

მოისმინოთ  მაღალკვალიფიციური ლექტორებისა და ცნობილი პრაქტიკოსების ლექციები

გაცვლითი პროგრამით გაემგზავროთ უცხოეთში

თქვენი  სტუდენტური ცხოვრება იყოს აქტიური და დაუვიწყარი

დაკავდეთ თქვენთვის სასურველი სპორტის სახეობით

ისარგებლოთ თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ინვენტარით

შეისწავლოთ უცხო ენები

ჩამოაყალიბოთ სტუდენტური კლუბი და გამოსცადოთ  საკუთარი შესაძლებლობები თქვენთვის საინტერესო სფეროში 

გახდეთ ინოვატორი

გაიაროთ კარიერული წინსვლისათვის საჭირო მომზადება

გახდეთ ლიდერი

დასაქმდეთ სწავლის პროცესში ან  დიპლომის მიღებისთანავე

გახდით საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი, სადაც იდეალურ ფასად (2250 ლარი) გთავაზობენ იდეალურ განათლებას.