თუ სწავლა გინდა
   




ერაზმუს + სტიპენდია პოლონეთში საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის


აღწერა

საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს კონკურსს ერასმუს+ (Credit Mobility) სტიპენდიების მოსაპოვებლად ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის.

ბიზნესის, ეკონომიკის და მართვის სკოლის და ინფორმატიკის, ინჟინერიისა და მათემატიკის  სკოლის ბაკალავრიატის სტუდენტი ისწავლის 1 სემესტრის განმავლობაში დაბროვა გორნიჩას უნივერსიტეტში  (შემოდგომის სემესტრი 2017-2018 აკადემიური წელი) სწავლა ფინანსდება ერასმუსის მობილობის პროგრამის ევროკავშირის სტიპენდიით.

სტიპენდია მოიცავს:

  • 750 ევრო თვეში
  • მგზავრობის ხარჯებს

იხილეთ უნივერსიტეტის ვებ გვერდი - http://www.wsb.edu.pl/wsb-english,m,en,324  

იხილეთ საგნების ჩამონათვალი შემოდგომის სემესტრისთვის აქ

მოთხოვნები

  • სააპლიკაციო ფორმა (please click here to download)
  • სამოტივაციო წერილი
  • CV (EUROPASS format)
  • სარეკომენდაციო წერილი

გთხოვთ გამოგზავნოთ ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი შემდეგ მეილზე(ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე) : izabela.kh@ug.edu.ge  

* სტუდენტი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას B2 დონეზე, საერთაშორისოსერტიფიქატის არ ქონის შემთხვევაში, ჩატარდება ტესტირება.

* აპლიკანტი უნდა იყოს საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბოლო სემესტრზე მყოფი სტუდენტები და პირველკურსელები მობილობაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

აპლიკაციების მიღების ვადა

5 სექტემბერი , 2017

ყველა დოკუმენტი გამოგზავნეთ შემდეგ მეილზე:  izabela.kh@ug.edu.ge

საკონტაქტო პირი

იზაბელა ხუნძაყიშვილი

izabela.kh@ug.edu.ge

+995591543660

IV building, office 504 (10:00 – 19:00)