თუ სწავლა გინდა
   




გავრცელებული სამედიცინო პრობლემების მართვა ოჯახის (ზოგადი პრაქტიკის) ექთნის პრაქტიკაში


გავრცელებული სამედიცინო პრობლემების  მართვა ოჯახის  (ზოგადი პრაქტიკის) ექთნის პრაქტიკაში

კურსის მიზანია  პირველადი ჯანდაცვის რგოლის საექთნო პერსონალის საბაზო კომპეტენციის ამაღლება-გაუმჯობესება პაციენტის საექთნო შეფასების, ზოგადად საექთნო პროცესის, საექთნო უნარ-ჩვევებისა და პროცედურა/მანიპულაციების მაღალი ხარისხით განსახორციელებლად.

კურსი მოიცავს   თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს. პრაქტიკულ მეცადინეობებზე მსმენელები დაეუფლებიან საექთნო ჩვევებსა და პაციენტის მოვლის ტექნიკას. პრაქტიკული მეცადინეობები ტარდება „სიმულაციურ ჰოსპიტალში“, მულტიფუნქციური მანეკენებისა და სხვადასხვა სიმულატორების გამოყენებით.

კურსი განკუთვნილია  ამბულატორიულ დონეზე მომუშავე ექთნებისთვის (პირველადი ჯანდაცვა, ამბულატორიული მომსახურება)

კურსს წარუძღვებიან  საქართველოს უნივერსიტეტის საექთნო დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები.

 კურსის ხანგრძლივობა   2 თვე. მეცადინეობები  ჩატარდება  შაბათს და კვირას.

რეგისტრაციის ბოლო ვადა    2017 წლის 12 ოქტომბერი.

კურსის  ღირებულება   430 ლარი.

პირველადი შენატანი  შეადგენს 200 ლარს, რომელიც შედის  ფასში, ხოლო საფასურის მეორე ნაწილის, 230 ლარის,  გადახდა მოხდება კურსის დასრულებამდე.

მისამართი:

კოსტავას ქ. 77ა, საქართველოს ინივერსიტეტის I კორპუსი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ მეილზე: m.jimukhadze@ug.edu.ge  მარინე ჯიმუხაძე

Kh.jojua@ug.edu.ge   ხათუნა ჯოჯუა   mob: 599 29 15 90

 

რეგისტრაცია