თუ სწავლა გინდა
   




ჯანდაცვის მენეჯმენტი -ჯანდაცვითი სახელმწიფო და კერძო სერვისების მართვა


საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა აცხადებს მიღებას ჯანდაცვის პროფესიონალთა კომპეტენციის გაძლიერების სასერთიფიკატო პროგრამაზე:

ჯანდაცვის მენეჯმენტი - ჯანდაცვითი სახელმწიფო და კერძო სერვისების მართვა

საქართველოს უნივერსიტეტის სასერთიფიკატო პროგრამას "ჯანდაცვისმენეჯმენტი -ჯანდაცვითი სახელმწიფო და კერძო სერვისების მართვა " საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2017 წლის 30 ოქტომბრის #9 სხდომის გადაწყვეტილებით მიენიჭა აკრედიტაცია (რს-481).

კურსი განკუთვნილია ჯანდაცვით ორგანიზაციებში (ჰოსპიტალი, ამბულატორია, სტომატოლოგიური კლინიკა და ა.შ.) ხელმძღვანელ პოზიციებზე მომუშავე ჯანდაცვის პროფესიონალებისათვის: კლინიკური მენეჯერი, განყოფილების ხელმძღვანელები და სხვა; სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო პირობების დაცვის უზრუნველსაყოფად.

წაკითხული და განხილული იქნება საკითხები:

  • ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირებისა და დაფინანსების ძირითადი პრინციპები; 
  • ჯანდაცვის მენეჯმენტი - ძირითადი პრინციპები;
  • ჯანდაცვითი სერვისები - სახელმწიფო პროგრამები და მართვის ასპექტები;
  • ჯანდაცვის ეკონომიკა, ჯანმრთელობის დაზღვევა/სადაზღვევო პაკეტები; 
  • ფარმაცევტული პროდუქტები საქართველოს ბაზარზე, რეგულირების ძირითადია სპექტები;
  • საექთნო საქმე - პჯდ, ჰოსპიტალი და საზოგადოებრივი ჯანდაცვა;
  • ფინანსური აღრიცხვა, სერვისის ფასწარმოება, დაწესებულების ბიუჯეტი - ძირითადი პრინციპები;
  • სამედიცინო მომსახურების ხარისხი და ეთიკა;
  • ჯანდაცვის მართვის ელექტრონული ინფორმაციული სისტემები;
  • ჯანდაცვითი პროდუქტების მარკეტინგი;
  • ქეისების განხილვა (საზოგადოებრივი ჯანდაცვა, პჯდ, ჰოსპიტალური და სადაზღვევო სერვისები, მოწვეული სტუმრები);
  • ჯანდაცვის ადმინისტრირების მიმართულებითი ნდივიდუალური პროექტის მომზადება და დაცვა.

სწავლების მეთოდები
ლექცია-პრაქტიკული, ჯგუფური სამუშაოები, დისკუსია, სიტუაციური ამოცანების განხილვა, კრიტიკული ანალიზი, შესაბამისი ლიტერატურიდან რეფერირება, პროექტზე მუშაობა და პრეზენტაციები.

შეფასების კრიტერიუმები: დასწრება, ჯგუფური მუშაობა, დავალებები, წერითი გამოკითხვა, ინდივიდუალური პროექტის მომზადება.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ: 

  • ჯანდაცვაში არსებული მოთხოვნებისა და პრობლემების პროფესიონალურ დონეზე გააზრებას;
  • სწორი მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებას პრობლემების კვლევის საფუძველზე; 
  • პაციენტზე ორიენტირებული ხარისხიანი მომსახურების მიწოდების შესაძლებლობების შექმნას.

ადამიანური რესურსი

  • ოთარ ვასაძე, MD, PHD - საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური კლინიკის HR;
  • ქეთევან გოგინაშვილი, MSc, MHA - საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, სშჯსდ სამინისტრო, უფროსი სპეციალისტი;
  • თეა გამეზარდაშვილი, MD, MHA - საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ერისთავისსახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;
  • ნათია ლანდია, MD, PHDc- საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, მედიცინის დეპარტამენტის უფროსი;
  • სიმონ გაბრიჭიძე - საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, Welfare Foundation-ის  გენერალური დირექტორი;
  • მაია კერესელიძე, MD, PHD- საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, NCDC სამედიცინო სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი;
  • თინათინ ტურძილაძე - საქართველოს უნივერსიტეტის ფარმაციის დეპარტამენტი, ფარმაციის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის ხელმღვანელი, ფარმაციის ექსპერტი;
  • მაია გოგაშვილი MD, PHDc - საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, საექთნო საქმის დეპარტამენტის უფროსი, ექსპერტი;
  • მარინა შიხაშვილი MD - საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ჯანდაცვის ადმინსიტრირების პროგრამაში, ექსპერტი;
  • კახაბერ ჯაყელი MBA, PHD - საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ჯანდაცვის ადმინისტრირების პროგრამაში;
  • ალეკო ტურძილაძე - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე;
  • თემურ ვარდოსანიძე MSc, PHD - საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, დიაბეტის ცენტრის ფინანსური მენეჯერი;
  • ნატა ყაზახაშვილი MD, PHD - საქართველოს უნივერსიტეტისა და თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ჩაჩავას სახ. კლინიკის გენერალური დირექტორის მ.შ., ხარისხის მართვა, ჯანდაცვის კანონმდებლობა, ექსპერტი დედათა და ბავშთა ჯანმრთელობის დარგში;
  • ნია გიუაშვილი MD, PHDc -საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, MediClub Georgia ჰოსპიტლის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, ექსპეტი გარემოს ჯანმრთელობის დარგში;
  • მაია ბუწაშვილი MD, PhD - -საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
  • ნონა მაღრაძე MD, MHA, PhDc - საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
  • რამაზ ურუშაძე MD -საქართველოს უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დეპარტამენტი, NCDC რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი;
  • გია კამკამიძე MD, PhD - -საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი;
  • თამარ ლობჟანიძე MSc, PHDc- საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის დირექტორი, ას. პროფესორი, სასერთიფიკატო კურსის ხელმძღვანელი.

კურსი მოიცავს 50 საკონტაქტო საათს. სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი 18:30 სთ-დან არაუმეტეს 3 საათისა დღეში. მსმენელებს ეძლევათ სასწავლო მასალები და აქვთ საშუალება ისარგებლონ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკით. 

კურსი დაიწყება ა.. 13 ნოემბერს და დასრულდება16 დეკემბერს.  
მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 3 ნოემბრის 12.00 სთ-დან, 13 ნოემბრის 12.00 სთ -მდე. 

კურსის ღირებულება 600 ლარი. გადახდა წარმოებს საბანკო გადარიცხვის გზით და შესაძლებელია განხორციელდეს ორ ეტაპად. კერძოდ, სწავლის დაწყებამდე 250 ხოლო დარჩენილი ნაწილი  სწავლის დასრულებამდე არაუგვიანეს ერთი კვირის/5 სამუშაო დღის განმავლობაში.

კორპორატიული მსმენელებისთვის (ერთი დაწესებულებიდან 3 და მეტი მსმენელი), კურსის ღირებულება მსმენელზე შეადგენს 550 ლარს და დგება გადახდის სპეციალურიპირობები.
სასერთიფიკატო კურსის სარეგისტრაციო ვებ-გვერდზე www.ug.edu.ge აპლიკანტის მიერ წარმოდგენილ და ატვირულ უნდა იქნეს შემდეგი საბუთები (დასკანერებული/ფოტო ან ვორდის ფორმატში):

  1. CV;
  2. პირადობის მოწმობის ასლი/დასკანერებული;
  3. უმაღლესი განათლების სერთიფიკატი;
  4. სწავლის საფასურის გადახდის საბუთი.

სარეგისტრაციო გადასახადის /250 ლარი/ გადარიცხვის საბუთი იტვირთება სარეგისტრაციო ფორმაში /შედის კურსის ერთიან ფასში/.

საკონტაქტო პირი: თამარ ლობჟანიძე t.lobjanidze@ug.edu.ge

რეგისტრაცია