თუ სწავლა გინდა
   




CAT-ის გამოცდები


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, #სანდოთანამგზავრის ფარგლებში, მე-11 და მე-12 კლასელებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს - მოსწავლეები გამოსაშვები გამოცდების სრულ იმიტაციაში მონაწილოებას უფასოდ შეძლებენ. დარეგისტრირება 200 მსურველს შეეძლება. 

ტესტირება გამოცდის ანალოგიურად ჩატარდება, ე. წ. CAT-ის ალგორითმით და სისტემით. 

გამოსაშვები გამოცდის იმიტაცია ჩატარდება 22 აპრილს.

რეგისტრირებული  მონაწილეები 22 აპრილს 12:30 საათზე აღნიშნულ მისამართზე უნდა გამოცხადდნენ და თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

  • 22 აპრილის ტესტირებისათვის რეგისტრაცია 17 აპრილს 12:30 საათზე დაიწყება.

ტესტირების მხარდამჭერია საქართველოს უნივერსიტეტი.

რეგისტრირებულ მონაწილეებს მათთვის სასურველ 2 საგანში შეეძლებათ ტესტის გავლა.

იმიტირებული ტესტირების დასრულებისთანავე მოსწავლე ქულას ეკრანზე დაინახავს, რომ მან შეძლოს საკუთარი ცოდნის შემოწმება და გაუმჯობესება.  გამოცდაზე კი, წლევანდელი ცვლილებების თანახმად, შეიტყობს შეძლო თუ არა მინიმალური კომპეტენციის ზღვრის დაძლევა.

ტესტირება საქართველოს უნივერსიტეტის შენობაში ჩატარდება (კოსტავას N 77ა).

http://online1.naec.ge/bnf