ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ნინო ლომჯარია
სამართლის სკოლის ადამიანის უფლებების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი


სამართლის სკოლა


განათლება  
ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - იურიდიული - მაგისტრი - 2001-01-09 - 2006-01-06
ვაშინგტონის უნივერსიტეტი სენტ ლუისში - სამართლის სკოლა - მაგისტრი - 2010-08-24 - 2011-05-25
კურსები  
დემოკრატია, არჩევნები და საარჩევნო სისტემები-POLI4105 (  2017/2018; )
ნინო ლომჯარია არის ადამიანის უფლებადამცველი იურისტი, რომელსაც გააჩნია ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში, ასევე საჯარო სექტორში ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის, საარჩევნო და ანტიკორუფციულ საკითხებზე მუშობის მდიდარი გამოცდილება. 2017-2022 წლებში ის იყო საქართველოს სახალხო დამცველი, ხოლო 2016-2017 წლებში იკავებდა საქართველოს გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილის პოზიციას. 2008-2015 წლებში ის მუშაობდა მმართველ თანამდებობებზე საქართველოს წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციებში - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და სამართლიან არჩევნებში. 2015-2016 წლებში იკავებდა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის - ევროპული სადამკვირვებლო ქსელის (ENEMO) აღმასრულებელი მდივნის პოზიციას. მისმა საქმიანობამ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება: ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია ხაზს უსვამს ნინო ლომჯარიას პოზიტიურ როლს „ადამიანის უფლებების დაცვაში, კარგი მმართველობის და კანონის უზენაესობის გაძიერებაში, მედია თავისუფლების დაცვასა და აღმასრულებელი ინსტიტუტების საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში“. 2023 წელს აშშ-ს სახელმწიფო დეპარლამენტმა ნინო ლომჯარია დააჯილდოვა 2022 წლის უფლებადამცველის ჯილდოთი, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გადასცა საფრანგეთის ღირსების ეროვნული ორდენი საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის. საქართველოში ნინო ლომჯარია დაჯილდოებულია საქართველოს უნივერსიტეტების მიერ დაწესებული ჯილდოთი - 2024 წლის ადამიანის უფლებების აქტივისტი. ასევე, მიღებული აქვს წლის ქალი ლიდერის ჯილდო. ლომჯარია ფლობს სენტ ლუისში ვაშინგტონის უნივერსიტეტის, ასევე, თბილისის ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხს. იგი კითხულობდა ლექციებს საქართველოს უნივერსიტეტებში დემოკრატიისა და არჩევნების თაობაზე, ასევე, ავტორია 20-მდე ანგარიშის, რომელიც შეეხება ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, მედიის თავისუფლებას, არჩევნებს, ანტი-კორუფციულ საკითხებსა და საზედამხედველო საქმიანობებს.





ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი