საქართველოს უნივერსიტეტის შესახებ

 

საერთაშორისო ორგანიზაცია ვებომეტრიქსის 2021 წლის კვლევის თანახმად, რომელიც მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგს ყოველწლიურად იკვლევს სამეცნიერო წარმატების და მათი ონლაინ რესურსების გავლენიანობის კუთხით, საქართველოს უნივერსიტეტი რეიტინგით პირველ ადგილზეა ქვეყნის კერძო უნივერსიტეტებს შორის და უნივერსიტეტების ტოპ ათეულში - რეგიონის მასშტაბით. დღეის მდგომარეობით, საქართველოს უნივერსიტეტში 6000-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტი სწავლობს სამივე საგანმანათლებლო საფეხურის (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) აკრედიტირებულ პროგრამებზე როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე.

საქართველოს უნივერსიტეტი გამორჩეულია უმაღლესი ხარისხის, მომთხოვნი საგანმანათლებლო პროცესითა და ისეთი ტიპის თანამედროვე ინფრასტრუქტურით, რომელშიც ადამიანი ხარისხიან განათლებასთან ერთად პრაქტიკულ უნარებსაც ეუფლება. სწორედ ამიტომ, საქართველოს უნივერსიტეტი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი, რომლის კურსდამთავრებული დასაქმების რეალური პერსპექტივით არის უზრუნველყოფილი.

უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი მაღალკვალიფიციურ, კრეატიულ და ენთუზიაზმით აღსავსე პროფესიონალებისაგან შემდგარ გუნდს წარმოადგენს, რომელიც მზად არის აღზარდოს აუცილებელი ცოდნით, უნარებითა და ღირებულებებით აღჭურვილი ადამიანი.

საქართველოს უნივერსიტეტის მიზანი თითოეული სტუდენტის პიროვნული განვითარება და მისი, როგორც მაღალი დონის პროფესიონალის ჩამოყალიბებაა. სწორედ ამიტომ, ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული მოთხოვნადია თანამედროვე შრომით ბაზარზე, რასაც დასაქმების უმაღლესი სტატისტიკური მაჩვენებელი ადასტურებს.







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი