ჩასქროლე

და აღმოაჩინე მეტი

ჩვენ შესახებ

მისია/ხედვა

მისია, ხედვა


საქართველოს უნივერსიტეტი ეწევა ცოდნის წარმოებას და პიროვნების განათლებას, რაშიც ვგულისხმობთ ადამიანში ლიბერალურ-ჰუმანური ღირებულებების გაღვივებას, და მის აღჭურვას პატიოსანი შრომით წარმატების მისაღწევად საჭირო ცოდნითა და უნარებით და ამით ხელს ვუწყობთ საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებას, ქართველი ერისა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ.

 

ხედვა:


- გახდეს და შეინარჩუნოს ყველაზე დიდი და მოთხოვნადი კერძო უნივერსიტეტის სტატუსი რეგიონში. 
- გახდეს ყველაზე ინოვაციური უნივერსიტეტი: როგორც სასწავლებელი, კვლევითი დაწესებულება, ბიზნეს-ორგანიზაცია. 
- შეიტანოს მნიშვნელოვანი წვლილი კავკასიის რეგიონისა და მის ფარგლებს გარეთ საზოგადოებრივ-ეკონომიკურ განვითარებაში.

 

სტრატეგიული გრძელვადიანი ხედვა:


საქართველოს უნივერსიტეტის სტრატეგიული გრძელვადიანი მიაზნი არის გახდეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მძლავრი უნივერსიტეტი რეგიონში. აკადემიურმა, პროფესიულმა და სასერტიფიკატო პროგრამებმა, ყველა ასაკის სტუდენტს მისცეს საშუალება ისწავლოს, როგორ გახდეს გარკვეული სფეროს ექსპერტი, როგორ გადაჭრას მის წინაშე მდგომი პრობლემები და გამოიყენოს შესაძლებლობები. შეიქმნას ისეთი საუნივერსიტეტო გარემო, რომელიც სტუდენტს მისცემს თვითრეალიზების საშუალებას, ჩამოუყალიბებს სამოქალაქო აზროვნებას და გაზრდის ისეთ პროფესიონალებს, რომლებიც მეცნიერულ თუ პროფესიულ ცოდნასა და უნარებს კაცობრიობის საკეთილდღეოდ წარმართავენ. 

საქართველოს უნივერსიტეტის სახელის ქვეაზრი არის "საქართველოს მთავარი უნივერსიტეტი" და მისი სტრატეგიული სლოგანია: "ისწავლე მომავლისთვის".

 

ღირებულებები:


  1. კეთილსინდისიერება;
  2. პიროვნების პატივისცემა;
  3. კოოპერაცია და სოლიდარობა;
  4. განვითარებისკენ სწრაფვა;
  5. პასუხისმგებლობა.

 

სტრატეგიული განვითარების გრძელვადიანი (2014-2020 წწ) სამოქმედო გეგმა

სტრატეგიული განვითარების მოკლევადიანი (2014-2015 წწ) სამოქმედო გეგმა







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი