თუ სწავლა გინდა
   




მოემზადე ზოგად უნარებში უფასოდ


მოემზადე ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ზოგად უნარებში საქართველოს უნივერსიტეტში,
უ ფ ა ს ო დ!



წელს, საქართველოს უნივერსიტეტი 200 აბიტურიენტს (მე-12 კლასელს) უპრეცედენტო შესაძლებლობას სთავაზობს - ზოგად უნარებში უფასო, სიღრმისეულ მოსამზადებელ კურსს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის.   

კურსზე დაშვების უფლების მოსაპოვებლად, საჭიროა მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსება. 

აპლიკანტი მხოლოდ ერთჯერადად გადაიხდის  სარეგისტრაციო საფასურის 50 ლარის ოდენობით  (თანხის გადახდა შესაძლებელია, მხოლოდ ელექტრონულად, ვებ პორტალზე რეგისტრაციის დროს).

მეცადინეობები ჩატარდება მცირე ჯგუფებში  კვირაში 2 დღე, 2 საათის განმავლობაში.  კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 8 თვეს. 

სწავლის პროცესის განმავლობაში აბიტურიენტებს ჩაუტარდებათ ტესტირებები და კურსის ბოლოს მათ ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ იმიტირებული გამოცდები, ერთიანი ეროვნული გამოცდების სპეციფიკის გასაცნობად.  კურსებს გაუძღვებიან საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ/ლექტორები, მათ შორის ისინი, ვინც მონაწილეობენ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გასწორებაში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ სარეგისტრაციო ინფორმაცია არ იქნება ზუსტი და დარეგისტრირებული პირი არ იქნება აბიტურიენტი (მე-12 კლასელი), რეგისტრაცია გაუქმდება.

რეგისტრაცია დასრულდება 2017 წლის 27 ოქტომბერს. სწავლა დაიწყება 1 ნოემბერს.