ინოვაციების ცენტრი Startup Factory


საქართველოს უნივერსიტეტში მოქნილი ინოვაციების ცენტრი ფუნქციონირებს, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს სტუდენტებს განავითარონ, განახორციელონ და წარმატებულ ბიზნესად აქციონ საკუთარი იდეები.

ინოვაციების ცენტრში  მაღალკვალიფიციური ექსპერტები ატარებენ სპეციალურ ტრენინგებს, რაც  ეხმარება სტუდენტებს შექმნან ინოვაციური პროდუქტი და სერვისი, შემდგომ კი მოახდინონ მენტორების დახმარებით სტარტაპების დახვეწა და ინვესტორების წინაშე წარდგენა.

Startup Factory აქტიურად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ინკუბატორებთან და აქსელერატორებთან, პერსპექტიული პროექტების ლოკალურ და საერთაშორისო ბაზარზე გატანის მიზნით. ცენტრი ასევე საკუთარი პარტნიორული ქსელის საშუალებით უზრუნველყოფს სტარტაპების დაშვებას ინოვაციების ინფრასტრუქტურასთან პროტოტიპების დასამზადებლად.

საქართველოს უნივერსიტეტში ასევე ფუნქციონირებს მობლილური აპლიკაციების ლაბორატორია და ტრენინგ ცენტრი - UG Lemondo,  რობოტიკისა და ელექტრონიკის სკოლა - UG Limes, ბიზნეს აქსელერატორი და ტექნოლოგიების ტრანსფერის ცენტრი საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი - Startup Factory კოორდინაციას უწევს ინიციატივებს და ინოვაციებს  საქართველოს მასშტაბით.