2013 წლის მდგომარეობით, საქართველოს უნივერსიტეტის საკუთრებაშია 4 სასწავლო კორპუსი, მათ შორის სპორტული დარბაზი, ასევე ღია სპორტული მოედნები ქ. თბილისში ნაქირავები აქვს სასწავლო კორპუსი ქ. ბათუმში.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ პირობებიან აუქციონში გამარჯვების შემდეგ, საქართველოს უნივერსიტეტმა შეისყიდა და 2007 წ. 1 მარტს საკუთრებაში მიიღო თბილისში, კოსტავას 77-ში მდებარე შემდეგი ქონება:
- თბილისში, 731 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 2,858 კვ.მ. (აქედან უნივერსიტეტი სარგებლობს 1825,46 კვ. მ-ით). I სასწავლო კორპუსი, გარემონტებულია, მიმდინარეობს სასწავლო პროცესი.
- თბილისში, 877 კვ. მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 866 კვ.მ. (II კორპუსი, სპორტული დარბაზი, გარემონტებულია, მიმდინარეობს სასწავლო პროცესი)
- თბილისში, 587 კვ. მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული მშენებარე შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 4,091 კვ.მ. (III სასწავლო კორპუსი, გარემონტებულია, მიმდინარეობს სასწავლო პროცესი)
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ პირობებიან აუქციონში გამარჯვების შემდეგ, საქართველოს უნივერსიტეტმა შეისყიდა და 2007 წ. 27 აგვისტოს საკუთრებაში მიიღო:
- თბილისში, კოსტავას 77-ში მდებარე სპორტული მოედნები და მათზე დამაგრებული 9,273 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. (დატვირთულია)
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ პირობებიან აუქციონში გამარჯვების შემდეგ, საქართველოს უნივერსიტეტმა შეისყიდა და 2008წ. 25 ივნისს, საკუთრებაში მიიღო:
- თბილისში, კოსტავას 77-ში მდებარე, მშენებარე შენობა-ნაგებობა, საერთო ფართით 16,202 კვ.მ. და მასზე დამაგრებული 5 059 კვ. მ მიწის ნაკვეთი (მე-IV სასწავლო კორპუსი, გარემონტებულია, მიმდინარეობს სასწავლო პროცესი).
უნივერსიტეტის წარმატების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი მატერიალური რესურსების ეფექტური გამოყენებაა. საქართველოს უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი დამატებითი მომსახურების ობიექტებია. ასეთი ობიექტები ხშირ შემთხვევაში ფინანსურ რესურსადაც შეგვიძლია მოვიაზროთ.
საქართველოს უნივერსიტეტში მატერიალური რესურსების გაუმჯობესების და ეფექტურად გამოყების მექანიზმს წარმოადგენს ელექტრონული სისტემის, სასწავლო, საფინანსო, იურიდიული, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მატერიალური სამსახურების კოორდინირებული მოქმედებები.
უნივერსიტეტის მატერიალური რესურსებია:
- ხუთი სასწავლო კორპუსი
- სპორტული მოედნები
- ბიბლიოთეკა
- ლაბორატორიები
- საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზები
- ავეჯი და სხვა ინვენტარი
- საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
შენობა-ნაგებობები - საქართველოს უნივერსიტეტის მფლობელობაშია უნივერსიტეტის I, II, III, IV და V (ბათუმი) კორპუსები, რომელთა საერთო სასწავლო ფართი 23 400 კვ. მეტრია. უნივერსიტეტის IV კორპუსი OPIC - ის (საზღვარგარეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია) დაფინანსებით აშენდა და აღიჭურვა. III და IV კორპუსი უზრუნველყოფილია 24 საათიანი უკაბელო ინტერნეტით. უნივერსიტეტი ზრუნავს, რომ სტუდენტებსა და თანამშრომლებს შეუქმნას კომფორტული, უმაღლეს დონეზე გამართული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გარემო. შენობა-ნაგებობაში განთავსებულია უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები, სალექციო აუდიტორიები, ტელე-მედია ცენტრი, საგამოფენო გალერეა და კაფეტერია, რომელიც ყველა პირობას უქმნის სტუდენტს და პერსონალს ისარგებლოს სრული სასწავლო თუ დამატებითი მომსახურებით. შენობის მთლიანი ფართის უმეტესი ნაწილი ეთმობა სალექციო აუდიტორიებსა და თითოეული სკოლის ადმინისტრაციული წარმომადგენლების ოთახებს. შენობა-ნაგებობის ეფექტური გამოყენების მექანიზმი მოიცავს სტუდენტების საერთო რაოდენობის ეფექტურად გადანაწილებას მცირე ჯგუფებში (25-30 კაციანი), რომელსაც უზრუნველყოფს კარგად დაგეგმილი და გაწერილი სასწავლო პროცესის გეგმა. დიდი საგამოცდო დარბაზები უზრუნველყოფს ხარისხიანად და შეუფერხებლად გამოცდების ჩატარებას ერთდროულად 1000-ზე მეტი სტუდენტისათვის. 24 საათიანი ვიდეო-კონტროლი უზრუნველყოფს, როგორც მატერიალური რესურსების დაცვის მექანიზმს, ისე სტუდენტების უსაფრთხოებას. შენობა სამუშაო დღის განმავლობაში მუდმივ ექსპლოატაციაშია და მაქსიმალურად ეფექტურად არის გამოყენებული წარმოებაში. დილის 9 საათიდან - დიდ შესვენებამდე (13:00 -14:00 სთ) შენობა მთლიანად ეთმობა საბაკალავრო სწავლებისთვის განკუთვნილ ჯგუფებს. შუადღის 14:00 საათიდან, სასწავლო აუდიტორიები ეთმობა, როგორც საბაკალავრო, ისე მოკლევადიანი გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული სწავლების სტუდენტებს. საღამოს 19:00 საათდან მიმდინარეობს სამაგისტრო და სადოქტორო სწავლება.
ბიბლიოთეკა - საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა სტუდენტებსა და თანამშრომლებს სთავაზობს სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურის მდიდარ და თანამედროვე კოლექციას, ასევე ელექტრონული წიგნებისა და ჟურნალების ფართო არჩევანს, საინფორმაციო საძიებო სისტემებს EBSCO,JSTOR,Cambridge University Press. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მოიპოვება 30 080 წიგნი, 300 ადგილიანი სამკითხველო დარბაზი და ჯგუფური მუშაობისთვის განკუთვნილი სპეციალიზირებული ოთახები. იგი მთლიანად უზრუნველყოფილია 24 საათიანი უკაბელო ინტერნეტით. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისათვის. ბიბლიოთეკის განვითარება მოიცავს არსებული ფართის გაფართოვებასა და დამატებითი სასწავლო-სამეცნიერო წიგნების კოლექციის გამდიდრებას. ბიბლიოთეკის ეფექტური გამოყენება მოიცავს სტუდენტების უახლესი სამეცნიერო და საგანმანათლებლო მასალით მომარაგებას, რაც მათ დაეხმარება როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავებაში, ასევე კარიერულ წინსვლასა და დასაქმებაში.
ლაბორატორიები - საქართველოს უნივერსიტეტი აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკითა და უახლესი ლაბორატორიებით. ყველა სტუდენტი, თეორიული ცოდნის მიღების პარალელურად, გადის პრაქტიკულ სამუშაოებს, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა ტექნიკურ თუ სამეცნიერო დანადგარზე მუშაობას. ლაბორატორიებში მუშაობა სტუდენტს ეხმარება პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაში, რაც ხელს უწყობს შესწავლილი პროგრამის გაღრმავებასა და მათი კონკურენტუნარიანობის ზრდას. სწორედ, თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული სამუშაოების სინთეზის საფუძველზე, საქართველოს უნივერსიტეტი გახდა ლიდერი დასაქმების ბაზარზე.
საქართველოს უნივერსიტეტში ფუნქციონირებს შემდეგი ლაბორატორიები და ცენტრები:
- Cisco-ს ლაბორატორია
- ბიოქიმიისა და ანატომიის ლაბორატორია
- სიმულაციური ლაბორატორია
- ტელე-მედია ცენტრი
- ლინგაფონური ლაბორატორია
- ფიზიკის ლაბორატორია
სპორტული მოედნები - საქართველოს უნიევრსიტეტის ერთ-ერთი უმნიშველოვანესი პრიორიტეტია ხელი შეუწყოს სტუდენტის როგორც გონებრივ, ასევე ფიზიკურ განვითარებას. ღია და დახურული სპორტული მოედნები, სადაც უნივერსიტეტის სპორტული აქტივობები ტარდება, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. სპორტული მოედნები ხშირად ქირავდება სხვადასხვა ორგანიზაციებზე თუ კერძო პირებზე, რაც უნივერსიტეტის დამატებითი ფინანსური რესურსია. მიღებული შემოსავალი უნივერსიტეტის სპორტული კლუბის გაუმჯობესებას და სპორტსმენებზე ზრუნვას ხმარდება. იმისათვის რომ სპორტული მოედნები მაქსიმალურად ეფექტურად იყოს გამოყენებული და არ მოხდეს მათი უქმად მოცდენა, გარდა იმ საათებისა, როდესაც მოედანი ეთმობა უნივერსიტეტის სტუდენტების სპორტულ აქტივობებს, დანარჩენ დროს ხდება მისი დროებით გაქირავება.
საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზები - საქართველოს უნივერსიტეტში ფუნქციონირებს საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზები, რომლებიც ემსახურება როგორც უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს ასევე ნებისმიერ მსურველს ღონისძიებების ორგანიზებაში.
საგამოფენო დარბაზი შეიქმნა იმ მიზნით, რათა დაეხმაროს სტუდენტებს თვითრეალიზებაში და ფართო საზოგადოებას უჩვენოს მათი ნამუშევრები (ნახატები, ხელნაკეთი ნივთები, ლიტერატურული ნაწარმოები და სხვა). საგამოფენო დარბაზი ეფექტურად არის გამოყენებული მისი წყობიდან გამომდინარე, რაც საშუალებას იძლევა დარბაზში ერთბაშად 300-მდე პიროვნების (თეატრალური წყობით) დატევას და გარე დამატებით ფართის არსებობის ხარჯზე ხარისხიანად სტუმრების მომსახურებას კვებითი პროდუქტებით.
საგამოფენო დარბაზი ხშირად უთმობს თავის სივრცეს, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც მართავენ კონფერენციებსა და სემინარებს, რაც ეხმარება უნივერსიტეტს ცნობადობის ზრდასა და პოპულარობაში საერთაშორისო ასპარეზზე.

