
რეგიონული ოფისები
საქართველოს უნივერსიტეტის 6 რეგიონულ ოფისში ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება აქვთ მიიღონ საქართველოს უნივერსიეტის მიერ სპეციალურად მათთვის დაგეგმილი ისეთი ტიპის უფასო სერვისები, როგორიცაა იმიტირებული გამოცდები, ტრენინგები (მათ შორის მასწავლებლებისთვის), საჯარო ლექციები, ოლიმპიადები, ღია კარის დღეები, მასტერკლასები და ასე შემდეგ.
ასევე, აბიტურიენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა დაესწრონ ინტერაქტიულ გაკვეთილებს შემდეგ საგნებში: ისტორია, ინგლისური ენა, ქართული ენა და მათემატიკა. გაკვეთილებს, რომლებსაც საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ – ლექტორები ატარებენ აბიტურიენტებს ეხმარება გამოცდების დაწყებამდე შეამოწმონ საკუთარი თავი და გაიღრმავონ ცოდნა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნიერსიტეტი მასწავლებსლებსაც სთავაზობს სერტიფიცირებულ ტრენინგებსა და კონკულტაციებს.
პერიოდულად ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის ხელმისაწვდომია იურიდიული კონსულტაცია საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლისგან.
შეგახსენებთ, რომ რეგიონული ოფისები საქართველოს უნივერსიტეტის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია.
იხილეთ ოფისების მისამართები და მენეჯერების საკონტაქტო ინფორმაცია: